ფობიკურ-შფოთვითი აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფობიკურ-შფოთვით აშლილობას, ძირითადათ, იგივე სიმპტომები გააჩნია, რაც გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, მაგრამ ეს სიმპტომები მხოლოდ გარკვეულ ვითარებაში იჩენს თავს. ზოგიერთი ფობიკური აშლილობისას ასეთი ვითარებები იშვიათია და პაციენტი უმეტესად არ განიცდის შფოთვას. სხვა ფობიკური აშლილობებისას, არსებობს შფოთვის გამომწვევი მრავალი ვითარება და, შესაბამისად, შფოთვაც უფრო ხშირად იჩენს თავს, თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კი, პაციენტი, ზოგიერთ სიტუაციაში საერთოდ არ განიცდის შფოთვას. ფობიკურ აშლილობას კიდევ ორი დამახასიათებელი თვისება გააჩნია: ადამიანი თავს არიდებს ვითარებებს, რომლებიც შფოთვის პროვოცირებას იწვევს და განიცდის ანტიციპატორულ შფოთვას, როდესაც არსებობს ასეთ ვითარებაში აღმოჩენის პერსპექტივა. შფოთვის გამომწვევი ვითარებები შეიძლება დაჯგუფდეს სიტუაციებად (მაგ., ხალხმრავალი ადგილები), „ობიექტებად“ (ცოცხალი არსებები; მაგ., ობობები) და ბუნებრივ მოვლენებად (მაგ., ჭექა-ქუხილი). კლინიკური თვალსაზრისით ერთმანეთისაგან განანსხვავებენ სამ ძირითად ფობიკურ სინდრომს. ესენია სპეციფიკური ფობია, სოციალური ფობია და აგორაფობია.

ფობიკური აშლილობების კლასიფიკაცია

DSM-IV-სა და ICD-10-ში ფობიკური აშლილობები დაყოფილია სპეციფიკურ ფობიად, სოციალურ ფობიად და აგორაფობიად. თუმცა DSM-IV-ში (ICD-10-სგან განსხვავებით) აგორაფობიის მქონე პაციენტები, რომლებსაც პანიკის რეგულარული შეტევები ახასიათებთ (მაგ., ოთხზე მეტი შეტევა ოთხი კვირის მანძილზე ან ერთი შეტევა, რომელსაც მთელი თვის მანძილზე შეტევის გამეორების პერსისტენტული შიში სდევს თან) პანიკური აშლილობის კატეგორიას მიეკუთვნებიან.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები