ფრანჩაიზინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანჩაიზინგი - (franchise), ახელშეკრულებო ურთიერთობათა სისტემა, რომლის საფუძველზეც მსხვილი ცნობილი ფირმა განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურავს მცირე, დამოუკიდებლად მოქმედ ან ახალშექმნილ საწარმოს, რაც კონკრეტულ გამოხატულებას პოვებს გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და რეალიზაციის დროს სავაჭრო მარკებით სარგებლობის უფლების მინიჭებაში. სახელშეკრულებო ურთიერთობა მათ შორის აგებულია შემდეგნაირად: მეთაური კომპანია საწარმოო ოპერატორისაგან მოითხოვს ერთდროულ თავდაპირველ გასამრჯელოს ბაზარზე მისი სახელით მოქმედების უფლებისათვის.

რაც შეეხება კაპიტალდაბანდებას, იგი ხორციელდება როგორც მეთაური კომპანიის მიერ ძირი თადი კაპიტალის ფირმა-ოპერატორისთვის არენდით გადაცემის გზით, ისე ამ უკანასკნელის საკუთარი ან ნასესხები საშუალებით. მეთაურ კომპანიას შეუძლია წვრილ მეწარმეს მისცეს კრედიტი 2-3 წლის ვადით, აიღოს მისთვის სესხი ბანკში ან იყოს მისი თავდები სესხის აღებისას. გარდა ამისა, ფრანჩაიზერი სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესულ საწარმოებს უწევს საბუღალტრო და სტატისტიკურ დახმარებას, აძლევს რეკომენდაციებს სავაჭრო ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციას უწევს კადრების მომზადებას და სხვ. თავის მხრივ, ფირმა-ოპერატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ხარისხისათვის, სავაჭრო მარკის რეპუტაციისათვის და ა.შ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები