ფრენკ ო’ჰარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრენკ ო’ჰარა (1926-1966), ამერიკელი მწერალი, პოეტი და არტ-კრიტიკოსი. ფრენკ ო’ჰარას როგორც ბიტნიკური და ანტიფორმალისტური პოეზიის ტიპური წარმომადგენლის, „ქუჩებში გამოტანილი პოეზიის“ (ლ. ფერლინგეტი) ადეპტის აღსაქმელად აუცილებელია 50-60-იანი წლების ამერიკაში შექმნილი სოციალური ვითარების და ქალაქური ეთნოგრაფიის გათვალისწინება. „მისი ყველაზე დასამახსოვრებელი ლექსები, როგორც ოლდენბერგისა და უორჰოლის ნახატები, ფოკუსირებულია ჩვენი ურბანისტული და პოსტურბანისტული სამყაროს საყოველთაოდ ცხად საგნებზე: ჰამბურგერი, ბურახი, სიგარეტი, ხსნადი ყავა. ამ სამყაროს მიღმა ჩნდება მისი საკუთარი რელიგიური სიმბოლოები: ლიხტენშტაინის ზეადამიანური გმირები გაზეთების კომიკური სვეტებიდან და უორჰოლის კინოვარსკვლავები. მათი მითიური პროპორციები იყო და იქნება თანამედროვე ადამიანის ფანტაზიისა და სიზმრების საზომი. უფრო მეტიც, ფრენკ ო'ჰარას ლექსებში იგრძნობა მწველი, ერთგვარად, ისტერიული მელანქოლია ამგვარი გამოცარიელებული რიტუალების აბსურდულობის გამო“ CAP (თარგმნა ბელა წიფურიამ).

ო'ჰარას მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, აქტიურად იყო დაინტერესებული მხატვრობითაც. ეს გამოცდილება აისახა როგორც მის პოეზიაში, ისე – პრაქტიკულ საქმიანობაში: როცა ჰარვარდში ჯონ ეშბერი გაიცნო, მასთან და რამდენიმე სხვა ხელოვანთან ერთად შექმნა ჯგუფი, „ნიუ-იორკელი კოსმოპოლიტებისა“, რომლებიც შეისწავლიდნენ ფერწერას. ო'ჰარა იყო, აგრეთვე, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთაშორისო პროგრამის კურატორი და ჟურნალ „არტ ნიუს“-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი. დრამის მეცნიერული კვლევისთვის მიღებული ჰქონდა ფორდის სტიპენდია.


წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები