ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფულად-საკრედიტო პოლიტიკა - (monetary policy), ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს ცენტრალური ბანკი ფულად სისტემაზე კონტროლის გზით მისი ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა ფულადი მასის მოცულობა, საპროცენტო განაკვეთის დონე და სტრუქტურა, აგრეთვე სხვა მაჩვენებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ კრედიტის ხელმისაწვდომობაზე და მიმართულია ისეთი უმნიშვნელოვანესი მიზნების მიღწევისაკენ, როგორიცაა დასაქმებისა და ფასების სტაბილიზაცია, ეკონომიკური ზრდა, საგარეო გადასახდელების ბალანსირება და ა.შ. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებია, პირველ რიგში, ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთი, სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნები, ოპერაციები ღია ბაზარზე.

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ავ-კარგიანობაზე, იმაზე თუ რამდენად არის იგი მისადაგებული ეროვნული ეკონომიკის განვითარებასთან და, აქედან გამომდინარე, როგორ ასრულებს თავის ამოცანებს, ბევრადაა დამოკიდებული ეკონომიკური წესრიგის დამყარება ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ოპტიმალური შეხამების მიღწევის მეტად რთული პრობლემის გადაჭრა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები