ღობურების სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღობურების სისტემა - სხვადასხვაგვარი ღობურების კომპლექსი, რომელიც თავდაცვაში ერთიანი გეგმის მიხედვით იქმნება.

ღობურების სისტემა მოიცავს ღობურებს, რომლებიც იქმნება უზრუნველყოფის ზოლში, მეწინავე პოზიციაზე, მეწინავე ხაზის წინ და საკუთარი თავდაცვის სიღრმეში. იქმნება ოპერაციის (ბრძოლის) გადაწყვეტილების შესაბამისად ბუნებრივ დაბრკოლებებთან შეხამებით, ჯარების მანევრის გათვალისწინებით და საგულდაგულოდ უკავშირდება ცეცხლის სისტემას. ახასიათებს ღობურების სიმჭიდროვე.

ღობურების სისტემის საფუძველია ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითი ჯარის საწინააღმდეგო დანაღმული ველები, ხოლო საზღვაო სანაპიროს თავდაცვისას - დესანტსაწინააღმდეგოღობურები. იქმნება ძირითადად საინჟინრო ჯარების ძალებით.

საბრძოლო მოქმედებების დროს ღობურების სისტემის ზრდა ხორციელდება მოძრავი გადამღობი რაზმების ძალებითა და დისტანციური დანაღმვის საშუალებებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები