ყიფიანი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყიფიანი დავით – (ფსევდონიმი „ქართლელი“ (1835-1892), პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პედაგოგი, მთარგმნელი.

სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ — პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1856-60). აქ დაუახლოვდა რუს რევოლუციონერ-დემოკრატებს (დობროლიუბოვს, ჩერნიშევსკის) და ჩაება განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ფლობდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. იყო ქართველ სამოციანელთა თანამოაზრე და ჭავჭავაძის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჯგუფის მოღვაწე, „საქართველოს მოამბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი. 1862 წ. თბილისში დააარსა ვაჟთა კერძო პანსიონი, სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოთეკა; მონაწილეობდა ხიზანთა საქმის მოწესრიგებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. მისი კორესპონდენციები, პუბლიცისტური წერილები და გამოკვლევები იბეჭდებოდა „საქართველოს მოამბესა“ და „დროებაში“. 1863 წ. გამოქვეყნებულ ფელეტონებში ჩამოაყალიბა ქართული პუბლიცისტიკის ამოცანები. გაბედულად ამხელდა ყოველგვარ ზნეობრივ სიმახინჯეს, სულიერ დაცემულობას, თანამემამულეებს რაზმავდა უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მის ნაწერებში მიმოხილულია ქართული ენის განვითარების საკითხები, დაცულია თერგდალეულთა ესთეტიკურ-ენათმეცნიერული შეხედულებები. 1867 წ. გ. წერეთელთან ერთად გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“.

დ. ყიფიანმა თარგმნა ჟ. ზანდის „გრიბული“, შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“.


ლიტერატურა

  • ა. კალანდაძე, „საქართველოს მოამბე“, 1963.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები