ყორიასაულბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყორიასაულბაში - (თურქ. qor yasāul bāşi - პოლიციელთა მეთაური) ხელჯოხიანთა (საპოლიციო ფუნქციის შემსრულებელი მოხელეების) რიგის თანამდებობა.

ყორიასაულბაში შედიოდა ეშიკაღასბაშის უწყებაში. ვახტანგ VI მხოლოდ ჩამოთვლის ამ სახელოს მფლობელებს და არ მიუთითებს მათ სარგოსა და ჯამაგირს.ყორიასაულბაში ყულებთან და ყორჩებთან ერთად ყულარაღასის და ყორჩიბაშის განკარგულების ქვეშ მონაწილეობდა სასახლის დიდ დარბაზობაში. მეფე და მდივანბეგები მას მიმართავდნენ მიღებული გადაწყვეტილებების სისრულეში მოსაყვანად, რაც ყორიასაულბაშის იასაულების მეშვეობით უნდა აღსრულებულიყო. XVIII ს-ში ყორიასაულბაშმა თანდათანობით ჩაანაცვლა ბოქაულთუხუცესის თანამდებობა. ყორიასაულბაშის ფუნქციები განსაკუთრებით გაფართოვდა XVIII ს-ის მეორე ნახევარში. ამ დროს იგი იასაულების უფროსად ჩანს. ზოგიერთ წყაროში მას „ყორიასაულბაშ-ნაიბ-ეშიკაღასი“ ეწოდება (ერეკლე II-ის 1782 წ-ის ბრძანება). აღნიშნულ პერიოდში ეს სახელო, გარდა აღმასრულებელი ფუნქციისა, დიპლომატიურ საქმიანობასაც ითავსებდა. მაგ., ომან ხერხეულიძის მოწმობით, ერეკლე II ერევნის ხანთან საგანგებო მინდობილობით აგზავნის ყორიასაულბაშ ზაზა თარხნიშვილს მდივანბეგ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად. თაყა არღუთოვი, ყორიასაულბაშის ნაიბი (მოადგილე), მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავს, რომ იგი მეფეების მიერ წელიწადში 3-4-ჯერ წარიგზავნებოდა ხოლმე ელჩად მეზობელ ქვეყნებში.

ყორიასაულებაშები. XVII-XVIII სს.

  • ბარათაშვილ-საამიშვილი ზაალ - ედიშერ ბარათაშვილის ძე, სამეფო კარის ყორიასაულბაში 1680-იანი წწ.
  • საგინაშვილი ბეჟან, სააკაძე მერაბ, გლურჯიძე ტარიელ - სამეფო კარის ყორიასაულბაშები, XVIII ს-ის დასაწყისი (დასტურლამალის მიხედვით).
  • თარხნიშვილი ზაზა - სამეფო კარის ყორიასაულბაში XVIII ს-ის 80-იანი წწ., მდივანბეგ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად წარგზავნილი იყო, როგორც დესპანი, ერევნის სახანოში და ირანში ქერიმ-ხან ზენდთან.
  • ონაშვილი-ვაჩნაძე ლუარასაბ - სამეფო კარის ყორიასაულბაში, ასპინძის გმირი.



წყაროები და ლიტერატურა

  • დასტურლამალი 1965: 240;
  • სურგულაძე 1952: 272-275;
  • გაბაშვილი 1942: 13, 189-190.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები