შაშკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაშკა

შაშკა - ხმლის ერთ-ერთი სახეობა. სახელწოდება მომდინარეობს ჩერქეზული სიტყვიდან „საშხო“, საიდანაც წარმოდგა რუსული და ნიშნავს „დიდ დანას“. სავარაუდოდ, მისი სამშობლოც ჩერქეზეთია.

წერილობითი წყაროების მიხედვით, „შაშკა პირველად მოხსენიებული აქვს იტალიელ მოგზაურს ჯოვანი დე ლუკას, ჩერქეზების აღწერილობაში 1625 წ. XVII ს-დან თითქმის მთელს კავკასიაში ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ხან გირეი აღნიშნავდა, რომ „შაშკებს ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ვისაც ქონდა იარაღი, მას აუცილებლად ჰქონდა შაშკაც.“ აქედან გამომდინარე შაშკა კავკასიელი მეომრის აღკაზმულობის უცილობელატრიბუტად გადაქცეულა. შაშკები საქართველოშიც მზადდებოდა, ისევე როგორც მთელ კავკასიაში. ტერმინი „შაშკა“ ქართულ მეტყველებაში არ დამკვიდრდა, მას როგორც „ლეკურს“ ისე მოიხსენიებდნენ. შაშკა შედგება ტარისა და მოხრილი პირისაგან, ტარი იყო ძვლის, რქის ან მთლიანად ვერცხლის, ან კომბინირებული ნახევარ-ნახევარზე. ტარი ბოლოში მასიური ფორმისაა და ორად გახსნილია, რათა ხმარების დროს ხელიდან არ გასხლტომოდათ. შაშკის პირი ოდნავ მოხრილია, შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამღარიანი, პირზე ვხვდებით სხვადასხვა ადგილობრივ ან ევროპულს მინაბაძ დამღებს.

ქართული შაშკების გამოყოფა მთლიანი კავკასიური ვარიანტებიდან, შესაძლებელია ვერცხლზე შესრულებული ორნამენტების, დამღებისა და ქარქაშის მორთულობის მიხედვით. კავკასიური შაშკის ტარი ქარქაშში ნახევრამდე იფარება, ასეთი ფორმით იგი ადვილად გამოსარჩევია სხვა ტიპის ხმლებისგან.


ლიტერატურა

  • Э. Аствацатурян, оружие народов кавказа, Москва, 1995.
  • მ. ქაფიანიძე, ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის. მ. ქ. სემმ, ტ. I, 46-ბ, 2010.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები