ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთში, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11x7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, აფსიდის მხრები და კონქი თლილი ქვისაა. კამარა მთლიანად ჩანგრეულია. შესასვლელი სამი აქვს – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, სამხრეთისაში – ორი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის რამდენიმე ფრაგმენტი და მლოცველთა ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ირგვლივ წრეებში ჩასმულია სამი ტოლმკლავა ჯვარი.

XVI-XVIII სს. ეკლესიისათვის სამი მხრიდან სათავსები მიუშენებიათ. სამხრეთ მინაშენი – სამნაწილიანი კარიბჭე – ყველაზე დიდია. კარიბჭის შუა ნაწილი მაღალია, გვერდითები კი – დაბალი და ცალფერდა. შიგნით კამარები ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარესაა მიმართული. სამივე სათავსი ერთმანეთთან თაღებითაა დაკავშირებული. მინაშენის აღმოსავლეთ მხარე სწორკუთხაა (უაფსიდო). წინა მონაკვეთში ერთი კედლის თაღია, დასავლეთ მონაკვეთში – ორი. დასავლეთ მინაშენი დანგრეულია. ჩრდილოეთ მინაშენი ორნაწილიანია. მის აღმოსავლეთ მონაკვეთში გაჭრილია ეკლესიაში გასასვლელი კარი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები