ჩიკაგოს სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ჩიკაგოს სკოლა“ - („Chicago School“), მსოფლიოში ცნობილი ეკონომიკური სკოლა, ნეოკონსერვატიული ეკონომიკური აზრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. წარმოიშვა XX საუკუნის 60-იან წლებში. მისი წარმომადგენლები მილთონ ფრიდმენი, ფ. ა. ფონ ჰაიეკი, ფრენკ ნაიტი, თეოდორ უილიამ შულცი, ჯორჯ ჟოზეფ სტიგლერი, ჰენრი საისრედი და სხვები, ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების გასაღებს სახელმწიფო ჩარევისაგან თავისუფალ კონკურენტულ ბაზარში ხედავენ. მათი აზრით: კონკურენტული ბაზრების ფუნქციონირება რესურსების განაწილების პრობლემის გადაჭრის ყველაზე საუკეთესო (ოპტიმალური) საშუალებაა; ეკონომიკური თეორია, ისევე როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი მსჯელობისაგან.

ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენლები იზიარებენ ნეოკლასიკური თეორიის შეხედულებას იმის შესახებ, რომ ფასები იძლევა ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების ზუსტ სურათს. ისინი მონეტარიზმის ურყევი მომხრენი არიან და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების შეზღუდვას მტკიცედ უჭერენ მხარს. სკოლას ეს სახელი ეწოდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი მრავალი ცნობილი წარმომადგენელი მუშაობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები