ჩინური გზა (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ჩინური გზა“ - („Chineese way“), უკავშირდება მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ევოლუციურ მოდელს, რომელიც გრადუალიზმისა და სტრუქტურულ-წარმოებრივი მაკროსტაბილიზაციის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს მოდელი წარმატებით გამოიყენება ჩინეთში და „ჩინური სასწაულის“ ათვლის წერტილადაა აღიარებული. იგი გამორიცხავს უკიდურეს რადიკალიზმს და უშუალოდ გათვლილია ქვეყნის წარმოებრივი პოტენციალის ამაღლებაზე. მისთვის დამახასიათებელია ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის მნიშვნელოვანი შენარჩუნებით, საინვესტიციო და პროგრესული სტრუქტურული პოლიტიკის გატარებით, ეროვნული მეწარმეობის სტიმულირებით, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის საკვანძო სფეროების მართვით, წარმოების მოდერნიზაციითა და ა.შ., ძველი ეკონომიკური სისტემის ელემენტების გამოყენების საფუძველზე, თანდათანობითი, ევოლუციური გზით გარდაქმნა. „ჩინური გზა“ შოკური თერაპიისა და „ორთოდოქსული მაკროსტაბილიზაციის“ ანტიპოდია. ეს მოდელი გათვლილია ერთობლივი მიწოდების ზრდასა და სამამულო წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.

ჩინეთმა იმთავითვე უარი თქვა „შოკურ თერაპიაზე“ და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, საქართველოსგან და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნებისგან განსხვავებით, დაიწყო არა უკიდურესი რადიკალიზმითა და არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განადგურებით, არამედ აქცენტი სტრუქტურულ-წარმოებრივ მაკროსტაბილიზაციაზე გადაიტანა. მან წინა პლანზე დააყენა ქვეყნის წარმოებრივი პოტენციალის განვითარება, პროგრესული სტრუქტურული პოლიტიკის გატარება, მოქნილი საგადასახადო მექანიზმით მეწარმეობის სტიმულირება, ეკონომიკის საკვანძო დარგებსა და სფეროებში სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ფორმით შენარჩუნება და ა.შ.

პოსტსაბჭოური ქვეყნებისგან რადიკალურად განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ჩინეთი ესოდენ დიდ აღმავლობას განიცდის. განვითარების შედეგების მიხედვით სურათი რადიკალურად განსხვავებულია „ჩინურ გზასა“ ანუ გრადუალისტური განვითარების გზით მიმავალ ქვეყანასა და ჯერ „შოკურ“, ხოლო ამჟამად ორთოდოქსული განვითაგანვითარების გზით მიმავალ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები