ცეუნეჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეუნეჟ-ი (ადიღ. ЦэIунэж) – ადიღურ ნართულ თქმულებათა პერსონაჟი, ნათელმხილველი დედაბერი, რომელიც ხშირად ნართების მტრების დამხმარის როლში გვევლინება. მაგალითად, მან უთხრა ემინეჟს, ნართებისაგან როგორ მოიპოვოს ფეტვის მარცვალი. ზოგჯერ მის სახეში – უისარეჟი, ზოგჯერ კი ნაჟღუშიძა შეიცნობა. მას დახმარებისთვის ნართებიც მიმართავენ. მაგალითად, თქმულებაში „როგორ დაიბადა სოსრიყო და როგორ მოკვდა იგი“, სათანეჲ გუაშამ როცა შეამჩნია, როგორ გაიბერა ქვა, რომელსაც ნართების მწყემსის თესლი მოხვდა, ფიქრობს, დახმარებისთვის ცეუნეჟს მიმართოს თუ თლეფშს.


ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. VII. Мыекъуапэ, 1971;
  • Куёк А. С. Мифические образы Еминежа, Нэгучицы, Усэрэжа и ЦэIунежа в адыгском героическом эпосе «Нартхэр» // Вестник науки Адыгейского республиканского института гуманитарных исследований им. Т. М. Керашева. № 3 (27), Майкоп, 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები