წარგზავნა დღესასწაულისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარგზავნა დღესასწაულისა - მრავალდღიანი დღესასწაულის ბოლო დღე. მართლმადიდებელ ეკლესიაში ზეიმით აღინიშნება საეკლესიო დღესასწაულები და გამოჩენილ წმინდანთა ხსენებანი.

დღესასწაულები, უმეტეს შემთხვევაში, დადგენილია ერთ რომელიმე დღეს, მაგრამ „ათორმეტ საუფლო“ დღესასწაულთაგან თითოეული მათგანი რამდენიმე დღეს გრძელდება. ბოლო დღეს ხდება „დღესასწაულის წარგზავნა“. ამ დღეს ღვთისმსახურება სრულდება განსაკუთრებით საზეიმოდ. წარგზავნა მთავრდება ლიტურგიის ბოლოს. ამის შემდეგ დღესასწაულის საგალობლები აღარ ითქმის.

საუფლო „დღესასწაულის წარგზავნის“ დღეებია: დღესასწაულთა დღესასწაული - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა - წარიგზავნება აღდგომის დღიდან მეორმოცე დღეს - ამაღლების წინა დღით (ოთხშაბათს). ღვთისმშობლის შობის (8/21 სექტემბერი) წარგზავნა 12/25 სექტემბერს. ჯვართამაღლების (14/27 სექტემბერი) წარგზავნა 21 სექტემბერი/4 ოქტომბერი). ტაძრად მიყვანების (21 ნოემბერი/4 დეკემბერი) წარგზავნა 31 დეკემბერი/13 იანვარს), მირქმის (2/15 თებერვალი) წარგზავნა (9/22 თებერვალს) ხარების (25 მარტი/7 აპრილი) წარგზვნა (26 მარტი/8 აპრილს). ბზობის (აღდგომის წინაკვირას) წარგზავნა იმავე დღეს ხდება, რადგან მეორე დღიდან იწყება ვნების შვიდეული. ამაღლების წარგზავნა ხდება მე-9 დღეს, პარასკევს. სულთმოფენობის დღის წარგზავნა - დღესასწაულის სწორზე. ფერისცვალების (6/19 აგვისტო) წარგზავნა (13/26 აგვისტოს). მიძინების (15/28) წარგზავნა (23 აგვისტო/5 სექტემბერს. ტაძრის დღესასწაულების წარგზავნა ხდება მწუხრის ლოცვაზე.


წყარო

საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები