წიდაბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიდაბეტონიმსუბუქი ბეტონი, რომლის შემადგენლობაში შედის ცემენტი, ქვიშა და მეტალურგიული ან სათბობის წიდა. ხარისხიანი წიდაბეტონი მისაღებად აუცილებელია, რომ წიდა იყოს სუფთა და არ შეიცავდეს მინარევებს. ბეტონი წიდის მსხვილ შემვსებზე უფრო მსუბუქია, მაგრამ ნაკლები სიმტკიცის, ვიდრე წვრილ შემვსებზე, რომელიც უფრო მტკიცეა, მაგრამ აქვს მაღალი თბოგამტარობა. შიგა კედლებისათვის გამოიყენებენ წიდაბეტონის მსხილ შემვსებზე, გარე კედლებისთვის კი – მსხვილ და წვრილ შემვსებზე ოპტიმალური ფარდობით. შემკვრელად უმეტესად გამოიყენება ცემენტი, მაგრამ ხშირად ნარევს უმატებენ კირსა და თიხას, რაც ზრდის ბეტონის პლასტიკურობას და აიაფებს მასალას. შესაძლებელია შემკვრელად მარტო კირისა და თიხის გამოყენებაც (ე.წ. უცემენტო წიდაცემენტი). წიდაბეტონის ბლოკები კარგად იწოვენ ტენს, ამიტომ კედლები ორივე მხრიდან იფარება ბათქაშით. წიდაბეტონი გამოირჩევა კარგი თბო-, ბგერა-, ცეცხლ- და ყინვამედეგობით, მაგრამ დაბალი ეკოლოგიური თვისებებით. გამოიყენება მონოლითურ შემომსაზღვრელ კონსტრუქციებში (ძირითადად ტიხრები და გადახურვები), ბეტონის ქვების, ბლოკების, პანელების დასამზადებლად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები