ხერგიანი ნესტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nestor xergiani.PNG

ნესტორ ხერგიანი — (დ, 20 ივლისი, 1975, მესტია). ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი (60 კგ). 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიურ თამაშების ­ ვერცხლის პრიზიორი, 2000 წლის სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშებსა (IX ადგილი) და ­ 2008 წლის პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშების (XIV ადგილი) მონაწილე. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 03) და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1999-­02, 07­09), ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (2002, 03, 07). მსოფლიოს ვიცე­ჩემპიონი (2007) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1999). მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელი (2006, 08). ევროპის ჩემპიონი (2010) სამბოში. სამი ოლიმპიადის მონაწილე. ღირსების ორდენის კავალერი.

2004 წლის ოლიმპიური თამაშები

60 კგ, 33 მონაწილე
1. ტადაჰირო ნომურა (იაპონია)
2. ნესტორ ხერგიანი (საქართველო)
3. ხაშბაატარინ საგაანბაატარი (მონღოლეთი)
3. მინ ჰო ცოი (სამხრეთ კორეა)
I წრე ­ იპონით (3,41) დაამარცხა კენძი უემაცუ ტრევინო (ესპანეთი); II წრე ­ ქულებით (იუკო) მოუგო ბაზარბეკ დონბაის (ყაზახეთი); III წრე ­ ქულებით (ვაზარი) გაიმარჯვა ევგენი სტანევთან; IV წრე ­ ქულებით (ვაზარი) სძლია ჰაჯი ახონზადეს (ირანი); ფინალშიქულებით (ვაზარი) წააგო ტადაჰირო ნომურასთან (იაპონია), რომელიც ძიუდოს ისტორიაში პირველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები