ჰაიკი (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაიკი. ერევანი. კ. ნურიჯანიანი.

ჰაიკ-ი (სომხ. Հայկ) – სომეხთა ერთ-ერთი ეპონიმი – პირველწინაპარი – ასტრალური გმირი, რომლის სახელითაც სომხურ ენაში ორიონის თანავარსკვლავედი იწოდება; არის გოლიათი, ლამაზი, ღვთაებრივი წარმომავლობის მშვილდოსანი მონადირე; წარმოადგენს დროის გამანაწილებელს: ძველსომხურ კალენდრის თვეები მის ვაჟებად და ასულებად ითვლებოდნენ (ანანია შირაკაცი). ეპოსში გვევლინება, როგორც სომეხთა მამამთავარი, რომელიც წყვდიადის დესპოტის წინააღმდეგ იბრძვის და იმარჯვებს. ეს არის კოსმიური ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის. წყვდიადის ბნელი დესპოტის სახით გვევლინება ბაბილონელი ტიტანი ბელი, რომელიც სემიტთა ცისა და მზის ღმერთია. ამ დონეზე მითმა თავდაპირველი მითოლოგიური ხასიათი შემოინახა, მაგრამ შემდგომი ისტორიზაციის შედეგად, სომეხთა ისტორიის საწყისს დაუკავშირდა და ძველმა კოსმიურმა მითმა სოციალურ-ისტორიული შინაარსი შეიძინა. ნათელსა და წყვდიადს შორის კოსმიური დაპირისპირება ბაბილონელი ბელის დამპყრობლური მისწრაფებების წინააღმდეგ სომხური ტომების სოციალურ-ეთნიკურ ბრძოლაში ტრანსფორმირდა. მითოსური მოქმედება ბაბილონსა და სომხეთში მიმდინარეობს. მითოსური ანუ თავდაპირველი დრო გარდაიქმნა ისტორიულ დროდ, როცა სომხები ჰაიკის წინამძღოლობით ჩრდილოეთში – სომხეთის მთიანეთში – მოვიდნენ, და იქ დასახლებულებმა საკუთარი ქვეყანა დააფუძნეს. მითის თანახმად, ჰაიკის სახელიდან წარმოდგება როგორც სომეხი ხალხის ეთნონიმი, ისე ქვეყნის სახელწოდება. კ. ნურიჯანიანი. ჰაიკი. ერევანი.

სპეციალისტების აზრით, ჰაიკი თავდაპირველად სატომო ღვთაება უნდა ყოფილიყო, რომელიც მოგვიანებით სომეხთა საერთო წინაპრად იქცა. ასეთივე სურათი ჩანს ჰაიკის შთამომავლის – არამის – ეპიკური ბიოგრაფიიდანაც.


ლიტერატურა

  • Абегян М. Х. История древнеармянской литературы. Ереван, 1975;
  • С. Арутюнян. Основные черты древнеармянской мифологии // Պատմա-բանասիրական հանդես, № 3;
  • Арутюнян С. Б. Хайк // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
  • მისივე, Мифология // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები