ანტიქრისტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:22, 14 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიქრისტე - ეტიმ. ბერძ. antíchristos „ანტიქრისტე“. ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს: „ანტი“ ნიშნავს წინააღმდგომს, ნაცვალს, მაგიერს ანუ ცრუ ქრისტეს. მეორე გაგებით იგი ეწოდება ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის თავს კაცობრიობის მხსნელად აცხადებს.

სიტყვა ოთხჯერაა ნახსენები ახალ აღთქმაში და აღნიშნავს ქრისტესადმი დაპირისპირებულ ისტორიულ ძალას, რომელიც უმთავრესად ჟამთა აღსასრულს ამოქმედდება და რომელსაც თავად ქრისტე დაამხობს საშინელ სამსჯავროზე (გამოცხ. 11, შმდ.)

ეფრემ ასურის თქმით, „იმჟამად, როდესაც გველი (ანტიქრისტე) გამოჩნდება დედამიწაზე, არ იქნება მოსვენება: გამეფდება უდიდესი მწუხარება, მშფოთვარება, არეულობა, შიმშილი და სიკვდილი ყველა კუთხეში, რამეთუ თვით უფალმა გამოთქვა თვისი ღვთიური ბაგეებით: „იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არსადა იქმნა ესევითარი დასაბამიდან“ (მათე, 13,19) სიმამაცის სული იქნება საჭირო, რათა შესძლონ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა ამ ცდუნებათა შორის, რამეთუ ადამიანი ოდნავ თუ მაინც გამოიჩენს უზრუნველობას მას ადვილად დაიპყრობს მაცდური და გველი დაატყვევებს ცრუ სასწაულებით. ის თვითონ ღვთისმბრძოლია და ჩვენი დაღუპვაც სწადია, რამეთუ იმგვარ საშუალებას მიმართავს მტარვალი, რომ ყველა იძულებული გახადოს თაყვანი სცეს მას და ატაროს მისი ნიშანი (აპოკალიპსის მიხედვით შუბლზე ან მარჯვენა ხელზე და ეს ნიშანია ანტიქრისტესი, ანუ მხეცის სახელი, რომელიც რიცხვებით რომ გამოვხატოთ უდრის 666)“.

ანტიქრისტე მესიად მოაჩვენებს თავს ხალხს, იგი იქნება ეშმაკის მსახური, გახდება უდიდესი ძალაუფლების მქონე პიროვნება, გაბატონდება მსოფლიოზე და ქრისტეს მოსვლამდე იბატონებს 42 თვე. ამის შემდეგ კი მოვა ქრისტე მეორედ, გაანადგურებს ანტიქრისტეს და მასთან ერთად გეენიაში ჩაყრის ყველას, ვინც მიიღი ანტიქრისტეს ბეჭედი.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები