არგვეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 3: ხაზი 3:
 
ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან მდ. რიონამდე და [[რაჭა|რაჭის]] მთებიდან ფერსათის მთებამდე. არგვეთი საერისთავო ქვეყანა იყო. სხვადასხვა დროს არგვეთის ტერიტორია იცვლებოდა. პირველად აქ [[ფარნავაზ მეფე|მეფე ფარნავაზმა]] ჩამოაყალიბა საერისთავო. ქრისტეშობამდე IV-III სს. მიჯნაზე მას აუგია შორაპნისა და დიმის ციხეები, რომლებიც სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიური თვალსაზრისით დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლი]]ს მეფობაში არგვეთის ტერიტორია თაკვერსაც მოიცავდა. საქართველოს ეს მხარე ხშირად ხდებოდა [[ბრძოლა|ბრძოლის]] ასპარეზი – [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთიდან]] შემოსული მტერი დასავლეთ საქართველოს  დაპატრონებას [[არგვეთის საერისთავო]]ს გავლით ცდილობდა. [[მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-736|მურვან ყრუს შემოსევის]] დროს (735-737) არგვეთის მთავრებმა, დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა, თავი გაწირეს მამულისა და [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] დასაცავად. მათ სახელზე გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, [[ბაგრატ III]]-მ (975-1014), ააგო მოწამეთას ტაძარი, რომელშიც წამებული ძმების წმ. ნაწილებია დაცული. IX საუკუნის [[არგვეთის ერისთავი|არგვეთის ერისთავად]] დადგენილი აფხაზთა უფლისწულის რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. მოგვიანებით, X ს., ამ მხარეს ბაღვაშთა (ბაღუაშების) ძლიერი საგვარეულო დაეპატრონა. ბაღვაშთა [[საძვალე]] იყო კაცხის მონასტერი. უკანასკნელი ბაღვაშის – [[რატი (II) ბაღვაში ლიპარიტის ძე|რატი]]ს – სიკვდილის შემდეგ, 1103 წ. [[დავით IV|დავით IV აღმაშენებელმა]] მათი მამული გელათის მონასტერს შესწირა. XII-XIII სს. არგვეთის ერისთავებად ამანელისძენი ჩანან. გვიანფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე სათავადო – საწერეთლო, სააბაშიძეო, საჩხეიძეო და სამხეიძეო.  
 
არგვეთში, ძირითადად, განვითარებული იყო მევენახეობა, მესაქონლეობა და მემინდვრეობა. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, [[ვერცხლი]], სამშენებლო ქვა და თიხა. არგვეთის უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, სკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სხვ. ეკლესია-მონასტერთაგან აღსანიშნავია: IX ს. უბისის ტაძარი, ჯრუჭის, მღვიმევისა და [[ტაბაკინის მონასტერი|ტაბაკინის მონასტრები]].  
+
არგვეთში, ძირითადად, განვითარებული იყო მევენახეობა, მესაქონლეობა და მემინდვრეობა. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, [[ვერცხლი]], სამშენებლო ქვა და [[თიხა]]. არგვეთის უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, სკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სხვ. ეკლესია-მონასტერთაგან აღსანიშნავია: IX ს. უბისის ტაძარი, ჯრუჭის, მღვიმევისა და [[ტაბაკინის მონასტერი|ტაბაკინის მონასტრები]].  
  
მდინარე ლაშურის ნაპირზე 1936-1964 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. – რ. აბრამიშვილი) გათხარა ადრებრინჯაოს ხანის (ქრისტეშობამდე III ათასწლ.) სამოსახლო ბორცვი. აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები, მტკვარ-არაქსის კულტურისათვის (ქრისტეშობამდე IV-III ათასწლ.) დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბები, [[ირემი|ირმის]] [[რქა|რქისაგან]] დამზადებული მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, [[ნამგალი|ნამგლები]], [[ისარი|ისრის]] პირები, კერის თიხის მოდელი, სამკაულები და სხვ. ნაპოვნია ფოთლისებური [[სატევარი|სატევრებიც]]. ბორცვი დასახლებული ყოფილა ადრებრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, XIII ს-მდე. აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები (მარცვლეულის შესანახი, [[ხარო]]ები, [[მარანი|მარნები]]). ეკლესიურად არგვეთ შედიოდა ქუთათლის სამწყსოში, 1917 წლიდან – მარგვეთის ეპარქიაში, ხოლო დღეს ისტორიული არგვეთის ტერიტორიაზე რამდენიმე [[ეპარქია|ეპარქიაა]] – ჭიათურისა და საჩხერის, თერჯოლისა და ტყიბულის, მარგვეთისა და უბისის, აგრეთვე ბაღდათისა და ვანის ეპარქიის ნაწილი.  
 
13:14, 20 ივნისი 2022-ის ვერსია

არგვეთი – ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში. საისტორიო წყაროებში იხსენიება მარგვეთის სახელითაც.

ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან მდ. რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე. არგვეთი საერისთავო ქვეყანა იყო. სხვადასხვა დროს არგვეთის ტერიტორია იცვლებოდა. პირველად აქ მეფე ფარნავაზმა ჩამოაყალიბა საერისთავო. ქრისტეშობამდე IV-III სს. მიჯნაზე მას აუგია შორაპნისა და დიმის ციხეები, რომლებიც სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიური თვალსაზრისით დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. ვახტანგ გორგასლის მეფობაში არგვეთის ტერიტორია თაკვერსაც მოიცავდა. საქართველოს ეს მხარე ხშირად ხდებოდა ბრძოლის ასპარეზი – ქართლ-კახეთიდან შემოსული მტერი დასავლეთ საქართველოს დაპატრონებას არგვეთის საერისთავოს გავლით ცდილობდა. მურვან ყრუს შემოსევის დროს (735-737) არგვეთის მთავრებმა, დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა, თავი გაწირეს მამულისა და ქრისტიანობის დასაცავად. მათ სახელზე გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III-მ (975-1014), ააგო მოწამეთას ტაძარი, რომელშიც წამებული ძმების წმ. ნაწილებია დაცული. IX საუკუნის არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. მოგვიანებით, X ს., ამ მხარეს ბაღვაშთა (ბაღუაშების) ძლიერი საგვარეულო დაეპატრონა. ბაღვაშთა საძვალე იყო კაცხის მონასტერი. უკანასკნელი ბაღვაშის – რატის – სიკვდილის შემდეგ, 1103 წ. დავით IV აღმაშენებელმა მათი მამული გელათის მონასტერს შესწირა. XII-XIII სს. არგვეთის ერისთავებად ამანელისძენი ჩანან. გვიანფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე სათავადო – საწერეთლო, სააბაშიძეო, საჩხეიძეო და სამხეიძეო.

არგვეთში, ძირითადად, განვითარებული იყო მევენახეობა, მესაქონლეობა და მემინდვრეობა. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, ვერცხლი, სამშენებლო ქვა და თიხა. არგვეთის უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, სკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სხვ. ეკლესია-მონასტერთაგან აღსანიშნავია: IX ს. უბისის ტაძარი, ჯრუჭის, მღვიმევისა და ტაბაკინის მონასტრები.

მდინარე ლაშურის ნაპირზე 1936-1964 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. – რ. აბრამიშვილი) გათხარა ადრებრინჯაოს ხანის (ქრისტეშობამდე III ათასწლ.) სამოსახლო ბორცვი. აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები, მტკვარ-არაქსის კულტურისათვის (ქრისტეშობამდე IV-III ათასწლ.) დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბები, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, ნამგლები, ისრის პირები, კერის თიხის მოდელი, სამკაულები და სხვ. ნაპოვნია ფოთლისებური სატევრებიც. ბორცვი დასახლებული ყოფილა ადრებრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, XIII ს-მდე. აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები (მარცვლეულის შესანახი, ხაროები, მარნები). ეკლესიურად არგვეთ შედიოდა ქუთათლის სამწყსოში, 1917 წლიდან – მარგვეთის ეპარქიაში, ხოლო დღეს ისტორიული არგვეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ეპარქიაა – ჭიათურისა და საჩხერის, თერჯოლისა და ტყიბულის, მარგვეთისა და უბისის, აგრეთვე ბაღდათისა და ვანის ეპარქიის ნაწილი.

ზ. ტყეშელაშვილი

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ.: 1, თბ., 1964;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ.: 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2);
  • ჯანაშია ს., შრომები, ტ. 2, თბ., 1952.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები