გაიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

გაიანა (Gayana – კოოპერაციული რესპუბლიკა გაიანა)სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყნის ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთით – ვენესუელა, სამხრეთ-დასავლეთით – ბრაზილია, აღმოსავლეთით – სურინამი.

ფართობი – 215 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 761,4 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი – ქ. ჯორჯტაუნი.

ადმინისტრაციულად იყოფა 10 ოლქად. გაიანა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური – პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1966 წლის 26 მაისს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა. მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია ბოქსიტების მოპოვებაში.

საზღვაო პორტებია: ჯორჯტაუნი, ფორტ-უელინგტონი, ნიუ-ამსტერდამი.

საერთაშორისო აეროპორტია – ტიმეხრი (ჯორჯტაუნი).

შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა 1,1 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 0,9 ათ., სამხედრო საჰაერო ძალები 0,1 ათ. და სანაპირო დაცვა 0,1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები