გიორგი III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი III. 1156-1184 წ

გიორგი III - საქართველოს მეფე 1156-1184 წლებში, დემეტრე I-ის ძე, შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა.

გიორგი III ატარებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას. 1156 წელს დალაშქრა აშორნი მდინარე არეზზე, ხოლო 1161 წელს ანისთან სასტიკად დაამარცხა მუსლიმანი ამირების გაერთიანებული 40-ათასიანი ლაშქარი.

1163 წელს აზერბაიჯანის ათაბეგმა ილდენიზმა თურქ-სელჩუკთა მხარდაჭერით დაამარცხა ქართველები და დაიპყრო გაგის ციხე (ახლანდელ წითელ ხიდთან). სამაგიეროს გადახდის მიზნით გიორგი III 1165 წელს მოაოხრა ილდენიზის სამფლობელოები ქ. განჯამდე. 1167 წელს მეფემ კასპიისპირეთში ილაშქრა და ქ. შაბურანი აიღო.

1177 წელს ქართველ ფეოდალთა ნაწილმა მეფის ძმისწულის დემეტრე ბატონიშვილისა და ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით აჯანყება მოაწყო გიორგი III-ის წინააღმდეგ, მაგრამ მეფის ერთგულმა ლაშქარმა გაფანტა მეამბოხენი და აიღო მათი მთავარი საყრდენი პუნქტი – ლორეს ციხე.

აჯანყების მოთავენი მეფემ სასტიკად დასაჯა. 1178 წელს გიორგი III-მ საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანა თავისი ქალიშვილი თამარი. მამა-შვილის ერთობლივი მმართველობა გიორგი III-ის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. გიორგი მესამე გარდაიცვალა კახეთში 1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, იმეფა 28 წელს, დაასაფლავეს მცხეთაში და იმავე წელს გადაასვენეს გელათში





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები