მაყაშვილი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:MayaSvili konstantine.jpg|thumb|'''კონსტანტინე მაყაშვილი''']]
 
[[ფაილი:MayaSvili konstantine.jpg|thumb|'''კონსტანტინე მაყაშვილი''']]
'''მაყაშვილი კონსტანტინე ზაქარიას ძე''' - (26.XI.1876, სოფ. იყალთო, თელავის მაზრა - 29.VIII.1927, წაღვერი). [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, [[საქართველო|საქართველოს]] მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე (1917-1927).  
+
'''მაყაშვილი კონსტანტინე ზაქარიას ძე''' - (26.XI.1876, სოფ. იყალთო, თელავის მაზრა - 29.VIII.1927, [[წაღვერი (დაბა)|წაღვერი]]). [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, [[საქართველო|საქართველოს]] მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე (1917-1927).  
  
 
====ბიოგრაფია====
 
====ბიოგრაფია====

მიმდინარე ცვლილება 00:17, 18 აპრილი 2024 მდგომარეობით

კონსტანტინე მაყაშვილი

მაყაშვილი კონსტანტინე ზაქარიას ძე - (26.XI.1876, სოფ. იყალთო, თელავის მაზრა - 29.VIII.1927, წაღვერი). ქართველი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე (1917-1927).

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მამის გარდაცვალების შემდგომ (1880-1883) სამი წელი გაატარა დაბა სარიყამიშში, სამხედრო სამსახურში მყოფ ძმებთან. განათლება მიიღო თბილისის მეორე კლასიკურ გიმნაზიასა (1888-1895) და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და აღმოსავლური ენების ფაკულტეტებზე (1895-1900). უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქართული გიმნაზიის მასწავლებლად, შემდგომ - სათავადაზნაურო ბანკში შემფასებლად (1915 წლიდან იყო დირექტორი). მისი ლექსები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში.

1917 წლიდან იყო მწერალთა კავშირის შექმნის ინიციატორი და პირველი თავმჯდომარე. 1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს გერბის, ჰიმნისა და დროშის დამტკიცების პროცესში. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში გამოდიოდა „უპარტიოთა კავშირის“ სიით, 1921 წელს აღნიშნული პარტია, ედპ-სა და სხვა მემარჯვენე ძალებთან ერთად, „დემოკრატიულ პარტიად“ გაერთიანდა.

1918 წელს დააარსა ხელოვანთა ცენტრი, 1921 წელს აირჩიეს ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. მონაწილეობდა არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუშაობაში (ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების გამგეობა, ქართული ფილარმონიული საზოგადოება, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, ქართული დრამატული საზოგადოება). გაერთიანებული იყო ქართველ მწერალთა „აკადემიურ ჯგუფში“. ქალიშვილის - მარო მაყაშვილის - ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ბონდო კუპატაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

სსცა. ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

კოტე მაყაშვილი კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები