მცხეთის აკლდამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 3: ხაზი 3:
 
აკლდამა აგებულია კლდოვანი მთის ციცაბო კალთის ძირას, საგანგებოდ ამოჭრილ სწორკუთხა ქვაბულში (9,1X4,5 მ), რომლის კედლები (სიმ. 1,6–2,1 მ) ამოყვანილია ნატეხი ქვით და შელესილია თიხით. ქვაბულის ჩრდილოეთ კედელში მიწაში ამოკვეთილი საფეხურები ქვით არის მოგებული. აკლდამის წინ თიხით მოტკეპნილი ეზოა (5,23X4,5 მ); ქვაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ცხენი იყო დაკრძალული.  
 
აკლდამა გეგმით სწორკუთხა ერთსენაკიანი ნაგებობაა (2,33-2,37X1,75-1,8 მ; სიმაღლე 1,9 მ). ქვის წყობა უდუღაბოა. გარედან კედლები, გარდა აღმოსავლეთისა, უსწორმასწოროდ ნაწყობი ქვებითაა ნაგები. აღმოსავლეთის ფასადი ამოყვანილია მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის, კარგად დამუშავებული კვადრებით, დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე და დასრულებულია მარტივლავგარდნიანი ფრონტონით. შესასვლელი პროფილირებული საპირითაა მოჩარჩოებული. [[კამარა]] ცილინდრულია. აკლდამა გადახურულია ანტიკური ხანის მცხეთაში გავრცელებული ორი სახის (ბრტყელი გვერდებაკეცილი და ვიწრო ღარისებრი ქიმიანი) [[კრამიტი]]თ. სახურავი ორფერდაა. შიგნიდან აკლდამის კედლები, კამარა და კარის წირთხლები შელესილია, იატაკი მოგებულია სწორკუთხა ფილებით ღორღისა და ქვიშის საფუძველზე.  
+
აკლდამა გეგმით სწორკუთხა ერთსენაკიანი ნაგებობაა (2,33-2,37X1,75-1,8 მ; სიმაღლე 1,9 მ). ქვის წყობა უდუღაბოა. გარედან კედლები, გარდა აღმოსავლეთისა, უსწორმასწოროდ ნაწყობი ქვებითაა ნაგები. აღმოსავლეთის [[ფასადი]] ამოყვანილია მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის, კარგად დამუშავებული კვადრებით, დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე და დასრულებულია მარტივლავგარდნიანი ფრონტონით. შესასვლელი პროფილირებული საპირითაა მოჩარჩოებული. [[კამარა]] ცილინდრულია. აკლდამა გადახურულია ანტიკური ხანის მცხეთაში გავრცელებული ორი სახის (ბრტყელი გვერდებაკეცილი და ვიწრო ღარისებრი ქიმიანი) [[კრამიტი]]თ. სახურავი ორფერდაა. შიგნიდან აკლდამის კედლები, კამარა და კარის წირთხლები შელესილია, იატაკი მოგებულია სწორკუთხა ფილებით ღორღისა და ქვიშის საფუძველზე.  
  
აკლდამაში აღმოჩნდა: ქალისა და ბავშვის ძვლები, ნახევრად ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს [[აბზინდა]]; ოქროს, პასტის, მინისა და ქვის [[მძივი|მძივები]], ოქროს საკიდები და ღილები; დამკვრელ-მომღერალი ჭაბუკის – პანის ბრინჯაოს ქანდაკება; ნაირფერი მინის სანელსაცხებლები; მონეტები – 69 ვერცხლისა (პართული დრაქმები, ავგუსტუსის დენარები და სხვ.) და 10 ოქროსი (4 რომაული აურეუსი, 5 სტატერის ადგილ. მინა– ბაძი, 1 ნახევარმზადი).  
 
17:31, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

მცხეთის აკლდამა - არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის რკიიგზის სადგურის სამხრეთით 300 მ-ზე. თარიღდება I-II საუკუნეების მიჯნით. გაითხარა 1951 წელს. აღმოჩენილი ნივთები ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

აკლდამა აგებულია კლდოვანი მთის ციცაბო კალთის ძირას, საგანგებოდ ამოჭრილ სწორკუთხა ქვაბულში (9,1X4,5 მ), რომლის კედლები (სიმ. 1,6–2,1 მ) ამოყვანილია ნატეხი ქვით და შელესილია თიხით. ქვაბულის ჩრდილოეთ კედელში მიწაში ამოკვეთილი საფეხურები ქვით არის მოგებული. აკლდამის წინ თიხით მოტკეპნილი ეზოა (5,23X4,5 მ); ქვაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ცხენი იყო დაკრძალული.

აკლდამა გეგმით სწორკუთხა ერთსენაკიანი ნაგებობაა (2,33-2,37X1,75-1,8 მ; სიმაღლე 1,9 მ). ქვის წყობა უდუღაბოა. გარედან კედლები, გარდა აღმოსავლეთისა, უსწორმასწოროდ ნაწყობი ქვებითაა ნაგები. აღმოსავლეთის ფასადი ამოყვანილია მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის, კარგად დამუშავებული კვადრებით, დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე და დასრულებულია მარტივლავგარდნიანი ფრონტონით. შესასვლელი პროფილირებული საპირითაა მოჩარჩოებული. კამარა ცილინდრულია. აკლდამა გადახურულია ანტიკური ხანის მცხეთაში გავრცელებული ორი სახის (ბრტყელი გვერდებაკეცილი და ვიწრო ღარისებრი ქიმიანი) კრამიტით. სახურავი ორფერდაა. შიგნიდან აკლდამის კედლები, კამარა და კარის წირთხლები შელესილია, იატაკი მოგებულია სწორკუთხა ფილებით ღორღისა და ქვიშის საფუძველზე.

აკლდამაში აღმოჩნდა: ქალისა და ბავშვის ძვლები, ნახევრად ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს აბზინდა; ოქროს, პასტის, მინისა და ქვის მძივები, ოქროს საკიდები და ღილები; დამკვრელ-მომღერალი ჭაბუკის – პანის ბრინჯაოს ქანდაკება; ნაირფერი მინის სანელსაცხებლები; მონეტები – 69 ვერცხლისა (პართული დრაქმები, ავგუსტუსის დენარები და სხვ.) და 10 ოქროსი (4 რომაული აურეუსი, 5 სტატერის ადგილ. მინა– ბაძი, 1 ნახევარმზადი).

აკლდამა. ანტიკური ხანის საქართველოს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. ამგვარი აკლდამები აღმოჩენილია ჩრდილო შავიზღვისპირეთში, მცირე აზიაში, საქართველოში (ბაგინეთის აკლდამა).

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები