რიცხვი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 15: ხაზი 15:
 
სახელთა მრავლობითობის -ნ და -ებ სუფიქსები, მსგავსად პირთა მრავლობითის -თ, -ენ სუფიქსებისა ზმნაში, ლექსიკურ მნიშვნელობას ვერ ცვლიან ფორმებში, ისინი მხოლოდ ფლექსიური ელემენტებია (თ. უთურგაიძე). რამდენადაც ზმნას რ. სინტაქსურად ეწარმოება, ზმნაში გამოყენებული რიცხვის ფორმანტები ოდენ ფლექსიური ელემენტები შეიძლება იყოს. სახელებში განსხვავებულად დგას საკითხი, რადგან ამოსავალია რიცხვის ლოგიკურ-სემანტიკური გაგება, ერთისა და მრავლის სემანტიკური ოპოზიცია.  
 
სახელთა მრავლობითობის -ნ და -ებ სუფიქსები, მსგავსად პირთა მრავლობითის -თ, -ენ სუფიქსებისა ზმნაში, ლექსიკურ მნიშვნელობას ვერ ცვლიან ფორმებში, ისინი მხოლოდ ფლექსიური ელემენტებია (თ. უთურგაიძე). რამდენადაც ზმნას რ. სინტაქსურად ეწარმოება, ზმნაში გამოყენებული რიცხვის ფორმანტები ოდენ ფლექსიური ელემენტები შეიძლება იყოს. სახელებში განსხვავებულად დგას საკითხი, რადგან ამოსავალია რიცხვის ლოგიკურ-სემანტიკური გაგება, ერთისა და მრავლის სემანტიკური ოპოზიცია.  
  
[[ქართული ენა|ქართულ ენაში]] სახელის მრავლობითის წარმოება ხდება -ებ, -ნ და -თ სუფიქსებით. ამაოგან -ებ ძველ ქართულში ნაკლებად იხმარებოდა, ძირითადად უსულო საგნების ან „სოციალურად პასიურ არსებათა“ აღმნიშვნელ სახელებთან ([[დონდუა კარპეზ|კ. დონდუა]]). შესაბამისად, -ებ მორფემას არ ჰქონდა სინტაქსური ძალა. ამ ფუნქციით აღჭურვილი იყო ნ/თ-იანი მრავლობითი. მაგრამ იმთავითვე არსებობდა სხვაობა: -ებ მორფემით რიცხვის წარმოების აგლუტინაციური პრინციპია გატარებული – ყველა [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]ში წარმოდგენილია -ებ სუფიქსი, როგორც რიცხვის ფორმანტი და მას ერთვის ბრუნვის ნიშანი. ამას ვერ ვიტყვით -თ-სუფიქსზე, რომელიც ერთდროულად რიცხვისა და ბრუნვის ნიშნის ფუნქციებს ითავსებს. -ნ მორფემა ოდენ რიცხვის აღმნიშვნელია, მაგრამ მხოლოდ ორ ბრუნვაში – სახელობითსა და წოდებითში. სახელისა და ზმნის ზიარი რიცხვის ფორმანტებია სწორედ -ნ და -თ ელემენტები, რომლებსაც ოდენ ფლექსიური ფუნქცია თუ შეიძლება ჰქონდეს, ამ თვალსაზრისით ცალკე დგას -ებ მორფემა. მისი თავდაპირველი ფუნქცია, როგორც ჩანს, სემანტიკური ოპოზიციის (ერთი – ერთზე მეტი) იმ წევრის მარკირება იყო, რომელიც სიმრავლეს აღნიშნავდა. -ებ კრებითობის სუფიქსმა მოგვიანებით შეიძინა სინტაქსური ძალა, რომელიც [[ქართული დიალექტები|ქართული ენის დიალექტებში]] დღესაც მერყეობს. იმავე [[დიალექტი|დიალექტებში]] შეინიშნება ტენდენცია -ებ მორფემის სიტყვაწარმოებითი ფუნქციით ხმარებისა.
+
[[ქართული ენა|ქართულ ენაში]] სახელის მრავლობითის წარმოება ხდება -ებ, -ნ და -თ სუფიქსებით. ამაოგან -ებ ძველ ქართულში ნაკლებად იხმარებოდა, ძირითადად უსულო საგნების ან „სოციალურად პასიურ არსებათა“ აღმნიშვნელ სახელებთან ([[დონდუა კარპეზ|კ. დონდუა]]). შესაბამისად, -ებ მორფემას არ ჰქონდა სინტაქსური ძალა. ამ ფუნქციით აღჭურვილი იყო ნ/თ-იანი მრავლობითი. მაგრამ იმთავითვე არსებობდა სხვაობა: -ებ მორფემით რიცხვის წარმოების აგლუტინაციური პრინციპია გატარებული – ყველა [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვა]]ში წარმოდგენილია -ებ სუფიქსი, როგორც რიცხვის [[ფორმანტი]] და მას ერთვის ბრუნვის ნიშანი. ამას ვერ ვიტყვით -თ-სუფიქსზე, რომელიც ერთდროულად რიცხვისა და ბრუნვის ნიშნის ფუნქციებს ითავსებს. -ნ მორფემა ოდენ რიცხვის აღმნიშვნელია, მაგრამ მხოლოდ ორ ბრუნვაში – სახელობითსა და წოდებითში. სახელისა და ზმნის ზიარი რიცხვის ფორმანტებია სწორედ -ნ და -თ ელემენტები, რომლებსაც ოდენ ფლექსიური ფუნქცია თუ შეიძლება ჰქონდეს, ამ თვალსაზრისით ცალკე დგას -ებ მორფემა. მისი თავდაპირველი ფუნქცია, როგორც ჩანს, სემანტიკური ოპოზიციის (ერთი – ერთზე მეტი) იმ წევრის მარკირება იყო, რომელიც სიმრავლეს აღნიშნავდა. -ებ კრებითობის სუფიქსმა მოგვიანებით შეიძინა სინტაქსური ძალა, რომელიც [[ქართული დიალექტები|ქართული ენის დიალექტებში]] დღესაც მერყეობს. იმავე [[დიალექტი|დიალექტებში]] შეინიშნება ტენდენცია -ებ მორფემის სიტყვაწარმოებითი ფუნქციით ხმარებისა.
  
 
არსებით სახელთა მრავლობითი რიცხვის გამოხატვა ხშირად სახელური ძირის სემანტიკაზეა დამოკიდებული. ისეთი სახელები, როგორიცაა აბსტრაქტული, გეოგრაფიული, საკუთარი, ნივთიერების, აგრეთვე რიცხვითი სახელები, [[მასდარი|მასდარები]] (საწყისი) მხოლობითი რიცხვის ფორმით იხმარება. მრავლობითობის ნიშნით მათი მარკირება მხოლოდ გარკვეულ კონტექსტშია შესაძლებელი. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ხდება აღსანიშნის გააზრება თველად საგნად. მაგ. (1) ქვევრში ღვინო ასხია; (2) მარნის თაროზე ღვინოები აწყვია. (1) პირველ წინადადებაში ღვინო ვერ გადმოიცემა მრავლობითის ფორმით, რადგან კონტექსტიო ნაგულისხმევია სიტყვის პირველადი მნიშვნელობა „სითხე“. (2) მეორე წინადადებაში მრავლობითის ფორმა – ღვინოები – დასაშვებია, რადგან კონტექსტით ხდება მნიშვნელობის სხვაგვარად გააზრება. იგულისხმება ჭურჭელი (მაგ., ბოთლი), რომელშიც სითხე (ღვინო) ასხია. მოქმედებს ეკონომიის წესი, როცა სუბსტანტივი ჩავარდება და მსაზღერელი ითავსებს მის მნიშვნელობას. წინადადება: „მარნის თაროზე ღვინოები აწყვია“ იგივეა, რაც: „მარნის თაროზე ღვინის ბოთლები აწყვია“.
 
არსებით სახელთა მრავლობითი რიცხვის გამოხატვა ხშირად სახელური ძირის სემანტიკაზეა დამოკიდებული. ისეთი სახელები, როგორიცაა აბსტრაქტული, გეოგრაფიული, საკუთარი, ნივთიერების, აგრეთვე რიცხვითი სახელები, [[მასდარი|მასდარები]] (საწყისი) მხოლობითი რიცხვის ფორმით იხმარება. მრავლობითობის ნიშნით მათი მარკირება მხოლოდ გარკვეულ კონტექსტშია შესაძლებელი. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ხდება აღსანიშნის გააზრება თველად საგნად. მაგ. (1) ქვევრში ღვინო ასხია; (2) მარნის თაროზე ღვინოები აწყვია. (1) პირველ წინადადებაში ღვინო ვერ გადმოიცემა მრავლობითის ფორმით, რადგან კონტექსტიო ნაგულისხმევია სიტყვის პირველადი მნიშვნელობა „სითხე“. (2) მეორე წინადადებაში მრავლობითის ფორმა – ღვინოები – დასაშვებია, რადგან კონტექსტით ხდება მნიშვნელობის სხვაგვარად გააზრება. იგულისხმება ჭურჭელი (მაგ., ბოთლი), რომელშიც სითხე (ღვინო) ასხია. მოქმედებს ეკონომიის წესი, როცა სუბსტანტივი ჩავარდება და მსაზღერელი ითავსებს მის მნიშვნელობას. წინადადება: „მარნის თაროზე ღვინოები აწყვია“ იგივეა, რაც: „მარნის თაროზე ღვინის ბოთლები აწყვია“.

17:04, 29 თებერვალი 2024-ის ვერსია

რიცხვი – ლოგიკურ-გრამატიკული კატეგორია. ლოგიკური თვალსაზრისით, რიცხვი გულისხმობს სემანტიკურს ოპოზიციას: ერთი – ერთზე მეტი. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ორი, სამი, ოთხი და ა. შ. გარდა ამისა, არსებობს ჯგუფი ე. წ. უთვლადი საგნებისა, რომელთა რიცხვის გაგება განსხვავებულია თვლადი საგნების რიცხვის გაგებისაგან. გრამატიკული თვალსაზრისით, რიცხვის კატეგორია ემყარება სემანტიკურ ოპოზიციას: მხოლოობითი – მრავლობითი, რაც ენათა უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი. ზოგ ენაში გვხვდება ორობითი, სამობითი და ა. შ. რიცხვიც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სპეციალურ ლიტერატურაში რიცხვის წარმოების ორი სისტემაა გამოყოფილი: ლოგიკური და გრამატიკული, რომელთა თანხვედრა არსებით სახელებში ხდება. სხვაგვარად, რიცხვი არის ენობრივი აზროვნების ობიექტთა (საგანთა) რაოდენობრივი მახასიათებელი, რომელიც მხოლოდ არსებით სახელებსა და პირის (ჩვენებით) ნაცვალსახელებს შეიძლება ჰქონდეს. დანარჩენ მეტყველების ნაწილებს რიცხვი, სინტაქსურად ეწარმოება. კერძოდ, სახელის ან ნაცვალსახელის რიცხვის ფორმას ეთანხმება ზმნის ფორმა. ასევე, ზედსართავი სახელის ფორმაც გამოხატავს მიმართებას არსებითი სახელის რიცხვის ფორმისადმი. ორსავე შემთხვევაში გვაქვს რიცხვში შეთანხმება, რიცხვიც სინტაქსური კატეგორიაა და არა ლოგიკური.

სახელის მრავლობითი რიცხვი გულისხმობს სიმრავლის (რაოდენობრიობის) ცნებას, რომელიც ყველა ენაში ერთნაირად აღიქმება, ამავე დროს ლოგიკურად და გრამატიკულადაც ერთი და იგივე ოდენობაა. სახელის მხოლობითი რიცხვი ერთის გაგებას ემყარება, თუმცა ისიც პირობითია და დამოკიდებულია ამა თუ იმ ენის მსოფლხედვაზე.

ზმნის რიცხვის ფორმა გვიჩვენებს, მოქმედებს ერთი, თუ ერთზე მეტი პირი. ამდენად, მრავლობითობის გაგება საკუთრივ ზმნაში კი არ დევს, არამედ ქვემდებარე-სუბიექტში, ანუ: „ისინი მოდიან“ გამოხატავს არა იმდენად „სიარულს“, რამდენადაც „მოსიარულეებს“. ესაა გრამატიკული მოვლენა, რომლის საფუძველზეც გამოიყოფა რიცხვის მორფოსინტაქსური კატეგორია.

ამრიგად, რიცხვის კატეგორია მოიცავს ენის მორფოლოგიურ, სინტაქსურ და სემანტიკურ დონეებს. შესაბამისად, ერთი მხრივ, რიცხვი გრამატიკული კატეგორიაა, მეორე მხრივ, ის ლექსიკურ კატეგორიათა სფეროსაც განეკუთვნება. აქ იგულისხმება რიცხვითი სახელები, რაოდენობის აღმნიშვნელი სახელები, როგორიცაა „ბევრი“, „მრავალი“ და ა. შ.

ქართულში გრამატიკული რიცხვის წარმოება აფიქსთა საშუალებით ხდება. არსებობს მრავლობითის აღმნიშვნელ მორფემათა სხვადასხვაგვარი კვალიფიკაცია: რიცხვი წარმოქმნის კატეგორიად არის მიჩნეული, ამიტომაც სახელის მრავლობითის მაწარმოებელი -ებ სუფიქსი წარმოსაქმნელ აფიქსთა რიგში დგას (ა. შანიძე). ფლექსიურ და დერივაციულ აფიქსთა გვერდით გამოყოფილია ე. წ. გარდამავალი ტიპის აფიქსები – -ებ მორფემა სახელებში და -თ – ზმნაში (არნ. ჩიქობავა), მესამე თვალსაზრისით, სახელთა მრავლობითობის -ნ და -ებ სუფიქსები, მსგავსად პირთა მრავლობითის -თ, -ენ სუფიქსებისა ზმნაში, ლექსიკურ მნიშვნელობას ვერ ცვლიან ფორმებში, ისინი მხოლოდ ფლექსიური ელემენტებია (თ. უთურგაიძე). რამდენადაც ზმნას რ. სინტაქსურად ეწარმოება, ზმნაში გამოყენებული რიცხვის ფორმანტები ოდენ ფლექსიური ელემენტები შეიძლება იყოს. სახელებში განსხვავებულად დგას საკითხი, რადგან ამოსავალია რიცხვის ლოგიკურ-სემანტიკური გაგება, ერთისა და მრავლის სემანტიკური ოპოზიცია.

ქართულ ენაში სახელის მრავლობითის წარმოება ხდება -ებ, -ნ და -თ სუფიქსებით. ამაოგან -ებ ძველ ქართულში ნაკლებად იხმარებოდა, ძირითადად უსულო საგნების ან „სოციალურად პასიურ არსებათა“ აღმნიშვნელ სახელებთან (კ. დონდუა). შესაბამისად, -ებ მორფემას არ ჰქონდა სინტაქსური ძალა. ამ ფუნქციით აღჭურვილი იყო ნ/თ-იანი მრავლობითი. მაგრამ იმთავითვე არსებობდა სხვაობა: -ებ მორფემით რიცხვის წარმოების აგლუტინაციური პრინციპია გატარებული – ყველა ბრუნვაში წარმოდგენილია -ებ სუფიქსი, როგორც რიცხვის ფორმანტი და მას ერთვის ბრუნვის ნიშანი. ამას ვერ ვიტყვით -თ-სუფიქსზე, რომელიც ერთდროულად რიცხვისა და ბრუნვის ნიშნის ფუნქციებს ითავსებს. -ნ მორფემა ოდენ რიცხვის აღმნიშვნელია, მაგრამ მხოლოდ ორ ბრუნვაში – სახელობითსა და წოდებითში. სახელისა და ზმნის ზიარი რიცხვის ფორმანტებია სწორედ -ნ და -თ ელემენტები, რომლებსაც ოდენ ფლექსიური ფუნქცია თუ შეიძლება ჰქონდეს, ამ თვალსაზრისით ცალკე დგას -ებ მორფემა. მისი თავდაპირველი ფუნქცია, როგორც ჩანს, სემანტიკური ოპოზიციის (ერთი – ერთზე მეტი) იმ წევრის მარკირება იყო, რომელიც სიმრავლეს აღნიშნავდა. -ებ კრებითობის სუფიქსმა მოგვიანებით შეიძინა სინტაქსური ძალა, რომელიც ქართული ენის დიალექტებში დღესაც მერყეობს. იმავე დიალექტებში შეინიშნება ტენდენცია -ებ მორფემის სიტყვაწარმოებითი ფუნქციით ხმარებისა.

არსებით სახელთა მრავლობითი რიცხვის გამოხატვა ხშირად სახელური ძირის სემანტიკაზეა დამოკიდებული. ისეთი სახელები, როგორიცაა აბსტრაქტული, გეოგრაფიული, საკუთარი, ნივთიერების, აგრეთვე რიცხვითი სახელები, მასდარები (საწყისი) მხოლობითი რიცხვის ფორმით იხმარება. მრავლობითობის ნიშნით მათი მარკირება მხოლოდ გარკვეულ კონტექსტშია შესაძლებელი. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ხდება აღსანიშნის გააზრება თველად საგნად. მაგ. (1) ქვევრში ღვინო ასხია; (2) მარნის თაროზე ღვინოები აწყვია. (1) პირველ წინადადებაში ღვინო ვერ გადმოიცემა მრავლობითის ფორმით, რადგან კონტექსტიო ნაგულისხმევია სიტყვის პირველადი მნიშვნელობა „სითხე“. (2) მეორე წინადადებაში მრავლობითის ფორმა – ღვინოები – დასაშვებია, რადგან კონტექსტით ხდება მნიშვნელობის სხვაგვარად გააზრება. იგულისხმება ჭურჭელი (მაგ., ბოთლი), რომელშიც სითხე (ღვინო) ასხია. მოქმედებს ეკონომიის წესი, როცა სუბსტანტივი ჩავარდება და მსაზღერელი ითავსებს მის მნიშვნელობას. წინადადება: „მარნის თაროზე ღვინოები აწყვია“ იგივეა, რაც: „მარნის თაროზე ღვინის ბოთლები აწყვია“.

ადამიანის საკუთარი სახელიც შეიძლება მრავლობითის ფორმით გადმოიცეს, როდესაც ისინი იძენენ საზოგადო სახელის ფუნქციას: „ღმერთმა გაზარდოს დავითები, თამარები“ – დასაშვებია რიცხვითი სახელის მრავლობითის წარმოებაც, თუ იგი შეფასების სემანტიკით დაიტვირთება და სუბსტანტივად გაიგება: „ბავშვმა ხუთები მიიღო“ და ა. შ. ასევე მასდარიც, რომელიც. ჩვეულებრივ, მრავლობით რიცხვს არ იწარმოებს, გარკვეულ კონტექსტში შესაძლებელია ამ ფორმით წარმოგვიდგეს: „ჩატარდა საკონტროლო წერები“.

თავისებურია ნაცვალსახელთა მრავლობითი რიცხვის წარმოებაც. ზოგს მხოლოდ ნ-არიანი ფორმები გააჩნია: რა-ნ-ი, ყოველი-ნ-ი, იგი-ნ-ი… ზოგს – ორივე: ნარ-იანიც და ებ-იანიც: ჩემნ-ი / ჩემ-ებ-ი; სხვა-ნ-ი / სხვ-ებ-ი… ზოგიერთს კი საერთოდ არ ეწარმოება: რამდენი, არავითარი, რომელიმე… თუმცა სასაუბრო ენაში კი გვხვდება ასეთი ფორმებიც: ვისები, ვინმეები, რამეები. როგორც ჩანს, ნაცვალსახელთა რიცხვის გრამატიკული გამოხატვის პროცესი გვიანდელია. სავარაუდოა, რომ თავდაპირველად ერთისა და მრავლის გარჩევა ლექსიკური სუპლეტივიზმით ხდებოდა: მე – ჩვენ, შენ – თქვენ.

ქართულისთვის უცხო არ არის მრავლობითის ფორმათა ლექსიკალიზაციის პროცესიც. მაგ., და-ვით-ნ-ი, ლოცვა- -ი ტიპის სახე-ლებს მრავლობითი რივცვის გაგება არ ახლავს. ამგვარი ფორმები ხშირია გეოგრაფიულ სახელებში, როგორიცაა რკო-ნ-ი, კოშკ-ებ-ი, მოწამე-თ-ა.. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ ტოპონიმებში შემონახულია -ეე, -ეთ რიცხვის სუფიქსები (ა. შანიძე).

ვ. ეზუგბაია



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ენათმეცნიერების შესავალი, თბ., I952;
  • დონდუა კ. რჩეული ნაშრომები, I. თბ. 1967;
  • შანიძე ა.თხზულებანი, III, თბ., 1973;
  • უთურგაიძე თ., ქართული ენის სახელის მორფონოლოგიური ანალიზი, თბ. 1986;
  • ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, თბ, 1989.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები