სიგნალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სიგნალები''' - (ფრანგული signal - ლათინური signum - ნიშანი), წესდებით ან ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 25: ხაზი 25:
  
 
[[კატეგორია:სამხედრო პირობითი ნიშნები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო პირობითი ნიშნები]]
[[კატეგორია:სამხედრო სიგნელები]]
+
[[კატეგორია:სამხედრო სიგნალები]]

მიმდინარე ცვლილება 11:27, 19 მარტი 2018 მდგომარეობით

სიგნალები - (ფრანგული signal - ლათინური signum - ნიშანი), წესდებით ან მეთაურის (უფროსის) მიერ დადგენილი პირობითი ნიშნები (მნიშვნელობები), რომელთა დანიშნულებაა გადასცენ მცირე მანძილებზე მოკლე შეტყობინებები, ბრძანებები, განკარგულებები და სხვა დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებს, ნაწილებს, შენაერთებს და მიიღონ ინფორმაცია მეორე მხარისაგან.

სიგნალები შეიძლება იყოს ხმოვანი, მხედველობითი და რადიო-ტექნიკური საშუალებების დახმარებით გადასაცემი.

დანიშნულების მიხედვით სიგნალები იყოფა მართვის, ურთიერთქმედების, შეტყობინების, ამოცნობის, მიზანჩვენების სიგნალებად და სხვა.

სარჩევი

[რედაქტირება] ამოცნობის სიგნალები

განკუთვნილია „შენიანი-უცხოს“ ნიშნის მიხედვით ჯარების, ხომალდების (გემების), საფრენი აპარატების კუთვნილების განსაზღვრისათვის. მათ აწესებენ მხოლოდ დროის გარკვეული პერიოდისათვის.

[რედაქტირება] მართვის სიგნალები

განკუთვნილია დაქვემდებარებული ჯარებისათვის (ძალებისათვის) კომანდების, ბრძანებების, განკარგულებების სწრაფი და ფარული შეტყობინებისათვის. გამოიყენება ჯარების (ძალების) მართვისათვის საბრძოლო მოქმედების წარმოებისას და ყოველდღიურ პირობებში. მართვის სიგნალები შეიძლება იყოს სასწავლო და საბრძოლო.

[რედაქტირება] მიზანჩვენების სიგნალები

გამოიყენება ბრძოლის ველზე ქვეითი ჯარის, არტილერიის, ტანკების, ავიაციის საცეცხლე ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. მიზანჩვენების სიგნალები გეზს აძლევენ ტყვიებს, ჭურვებს, საკვამლე ჭურვებს, სასიგნალო ვაზნებს, საორიენტირო-სასიგნალო ბომბებს და სხვა.

[რედაქტირება] ურთიერთქმედების სიგნალები

ემსახურება ინფორმაციის გაცვლას ჯარებს (ძალებს) შორის, რომლებიც საერთო საბრძოლო ამოცანას ასრულებენ. მათ აწესებენ სარდლები (მეთაურები), რომლებიც ორგანიზაციას უწევენ ურთიერთქმედებას.

[რედაქტირება] შეტყობინების სიგნალები

იყენებენ იმისათვის, რომ დროულად აცნობონ ჯარებს (ძალებს) რადიოაქტიური, ქიმიური, ბიოლოგიური დასნებოვნებისა და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის შესახებ. გაერთიანებაში აწესებენ შეტყობინების ერთიან სიგნალს, რომლებსაც აცნობენ მთელ პირად შემადგენლობას. სამხედრო-საზღვაო ძალებში, გარდა ამისა, შეტყობინების სიგნალის გადაცემა ხდება მოწინააღმდეგის ხომალდების აღმოჩენის, ნაღმური საფრთხის წარმოქმნის, ნავიგაციური ვითარების შეცვლის დროს და სხვა შემთხვევებში.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები