სწრაფი რეაგირების ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სწრაფი რეაგირების ძალები''' - (სწრაფი გაშლის ძალები), [[ნატო (ო...)
 
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:შეიარაღბული ძალები]]
+
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:ნატო]]
 
[[კატეგორია:ნატო]]

15:34, 15 მარტი 2018-ის ვერსია

სწრაფი რეაგირების ძალები - (სწრაფი გაშლის ძალები), ნატოს ქვეყნების ეროვნულ და გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებში სპეციალურად მომზადებული ფორმირებები. განკუთვნილია საგანგებო გამოყენებისათვის მსოფლიოს სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონებში კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას.

სწრაფი რეაგირების ძალები შექმნილია აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, შეიარაღებულ ძალებში, აგრეთვე ნატოს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებში.

სწრაფი რეაგირების ძალებში შეჰყავთ სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების შენაერთები (ნაწილები). მათ აქვთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნა, სტრატეგიული და ოპერატიული მობილურობა, მომზადებული არიან საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის ოპერატიული თვალსაზრისით სუსტად მოწყობილ საომარი მოქმედებების თეატრებზე და რთულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში.

სწრაფი რეაგირების ძალები შეიქმნა აშშ-ში XX საუკუნის 70-იანი წლების დამლევს, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და იტალიაში - XX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს, სხვა ქვეყნებში - XX საუკუნის 90-იან წლებში. მათი შემადგენლობა თითოეულ ქვეყანაში რამდენიმე ათეული ათასიდან რამდენიმე ასეულ ათასამდეა (აშშ).

XX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს ნატოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეექმნათ სწრაფი რეაგირების გაერთიანებული ძალები. მათი სახმელეთო ნაწილის საფუძველი უნდა შეედგინა ე.წ. „ევროკორპუსს“ სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების ხუთი დივიზიის შემადგენლობით (სამი მექანიზებული, ჯავშანსატანკო და აერომობილური).

სწრაფი რეაგირების ძალების გადასროლა განსაზღვრულ რაიონში უნდა განხორციელდეს საავიაციო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით, ხოლო საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერა - ავიამზიდებით, სამხედრო-საზღვაო ძალებით, სხვა ძალებით და სტრატეგიული ავიაციით.

თავიანთი არსებობის მანძილზე სწრაფი რეაგირების ძალებს, განსაკუთრებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების, არაერთგზის იყენებდნენ მოწინავე ზონებში განხორციელებული ოპერაციების დროს. ყველაზე დიდ ოპერაციებს განეკუთვნება: „ჯასტ კოზი“ (პანამა, 1989), „უდაბნოს ფარი“ და „უდაბნოს ქარიშხალი“ (სამხრეთ-დასავლეთი აზია, 1990-91), „იმედის განახლება“ (სომალი, 1992-93).

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები