ტოროტაძე ერასტი
ტოროტაძე ერასტი ილარიონის ძე (1886, ქუთაისის მაზრ. - ?) - სოციალისტ-ფედერალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
ელემენტარული განათლება ოჯახში მიიღო. წლების განმავლობაში მუშაობდა ასოთამწყობად სხვადასხვა ქართულ სტამბაში. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას. ერასტი ტოროტაძეს ფსევდონიმით, მუშათა პრობლემების შესახებ წერილებს აქვეყნებდა პარტიულ პრესაში. 1907 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1918 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს მუშათა საკითხების კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პროფკავშირების ცენტრალურ საბჭოში. აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ „სახალხო საქმეში“ .
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127;
- გაზ. „ერთობა“, 1920, №173.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი