უთუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Utu.jpg|thumb|350პქ|'''უთუ''' – მზის ღმერთი ამოდის ორ მთას შორის]]
 
[[ფაილი:Utu.jpg|thumb|350პქ|'''უთუ''' – მზის ღმერთი ამოდის ორ მთას შორის]]
'''უთუ''' – ''(შუმ.)'' მზის ღმერთი; მისი არქაული იდეოგრამა გამოხატავს ამომავალ მნათობს. უთუ ითვლება [[სინი]]ძედ, და ამრიგად,
+
'''უთუ''' – ''(შუმ.)'' მზის ღმერთი; მისი არქაული იდეოგრამა გამოხატავს ამომავალ მნათობს. უთუ ითვლება [[სინი (მითოლოგია)|სინის]] ძედ, და ამრიგად,
 
დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს [[კულტი|კულტში]]. იგი იმავე რანგის ღვთაებაა, როგორისაც [[ინანა]], მისი და; უთუ ზრუნავს თავის ქალწულ
 
დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს [[კულტი|კულტში]]. იგი იმავე რანგის ღვთაებაა, როგორისაც [[ინანა]], მისი და; უთუ ზრუნავს თავის ქალწულ
 
დაზე, მონაწილეობას იღებს მისი ბედის გადაწყვეტაში – ურჩევს საქმაოდ მწყემსს [[დუმუზი]]ს, რომელიც შუმერულ ტექსტებში თავის თავს უთუს სიძედ
 
დაზე, მონაწილეობას იღებს მისი ბედის გადაწყვეტაში – ურჩევს საქმაოდ მწყემსს [[დუმუზი]]ს, რომელიც შუმერულ ტექსტებში თავის თავს უთუს სიძედ

მიმდინარე ცვლილება 15:28, 7 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

უთუ – მზის ღმერთი ამოდის ორ მთას შორის

უთუ(შუმ.) მზის ღმერთი; მისი არქაული იდეოგრამა გამოხატავს ამომავალ მნათობს. უთუ ითვლება სინის ძედ, და ამრიგად, დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს კულტში. იგი იმავე რანგის ღვთაებაა, როგორისაც ინანა, მისი და; უთუ ზრუნავს თავის ქალწულ დაზე, მონაწილეობას იღებს მისი ბედის გადაწყვეტაში – ურჩევს საქმაოდ მწყემსს დუმუზის, რომელიც შუმერულ ტექსტებში თავის თავს უთუს სიძედ იხსენიებს. უთუც მფარველობას და შემწეობას უწევს თავის სიძეს – ყურადიღებს მის მუდარას გასაჭირში, როცა ქვესკნელის მავნენი ედევნებიან დუმუზის.

ღამეს უთუ თავისი დედის სახლში ათევს, საიდანაც კვლავ ამოდის დილით. ამიტომაც „მზის ჩასვლას“ შუმერულ ენაზე გამოხატავდნენ ფიგურალურად: „უთუ დედის სახლისაკენ დაბრუნებული“; უთუ ამ დროს ისვენებს, იგი გათავისუფლებულია დღიური ტვირთისაგან (აღსანიშნავია, რომ „დედასთან დაბრუნება“ – ამა-არ-გი – შუმერულად „გათავისუფლებას“ ნიშნავს).

უთუ ითვლება ურუქის ლეგენდარული მეფეების, მესქიაგაშერის და მისი ძის, ენმერქარის მამად: შუმერის მეფეთა სიაში ისინი იწოდებიან „უთუს ძედ“ ისევე, როგორც მითოლოგიურ თქმულებებში („ენმერქარი, ძე უთუსი“). გილგამეშის შუმერულ სიმღერაში უთუს შთაგონებით ილაშქრებს ურუქელი გმირი ხუმბაბასკენ, რათა დაამკვიდროს იქ უთუს სახელი.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები