ქართლის გაქრისტიანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქართლის გაქრისტიანება''' - წმ. [[მირიან მეფე|მეფე მირიანს]] ერთხელ თხოთის მთაზე ნადირობისას შუა ტყეში უეცრად მზე დაუბნელდა და უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. შეშინებული მეფე შეევედრა თავის წარმართ ღმერთებს, რომ ეს სიბნელე გაეფანტათ, მაგრამ მეფისათვის რაიმე გასახარი არ მომხდარა. მაშინ სასოწარკვეთილმა წმ. მირიანმა ჯვარცმულ [[ქრისტე|ქრისტეს]] შესთხოვა შველა. მოხდა უდიდესი სასწაული და მაშინვე გამობრწყინდა მზე. წმ. მირიანმა მადლობა შესწირა [[იესო ქრისტე|იესო ქრისტეს]] და სასწრაფოდ მივიდა წმ. [[წმინდა ნინო|ნინოსთან]], მოუთხრო მას რა სასწაული მოუხდა ტყეში, რამაც წმ. მირიანს იესო ქრისტე ერთ დიდ [[ღმერთი|ღმერთად]] აღიარებინა და სთხოვა წმ. ნინოს, რომ ამის შესახებ ეცნობებინა იმპერატორ კონსტანტინესთვის და მას გამოეგზავნა მღვდელმსახურები [[ქართლი]]ს მოსაქცევად. კონსტანტინე დიდმა სიხარულით გამოაგზავნა [[საქართველო|საქართველოში]] იოანე [[ეპისკოპოსი]], მღვდლები და დიაკვნები. წმ. კონსტანტინემ ქრისტეს რჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა [[ჯვარი]] და [[ხატი]] მაცხოვრისა, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი - კვარცხლბეკი და ორი სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.  
+
'''ქართლის გაქრისტიანება''' - წმ. [[მირიან მეფე|მეფე მირიანს]] ერთხელ [[თხოთის მთა]]ზე ნადირობისას შუა ტყეში უეცრად მზე დაუბნელდა და უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. შეშინებული მეფე შეევედრა თავის წარმართ ღმერთებს, რომ ეს სიბნელე გაეფანტათ, მაგრამ მეფისათვის რაიმე გასახარი არ მომხდარა. მაშინ სასოწარკვეთილმა წმ. მირიანმა ჯვარცმულ [[ქრისტე|ქრისტეს]] შესთხოვა შველა. მოხდა უდიდესი სასწაული და მაშინვე გამობრწყინდა მზე. წმ. მირიანმა მადლობა შესწირა [[იესო ქრისტე|იესო ქრისტეს]] და სასწრაფოდ მივიდა წმ. [[წმინდა ნინო|ნინოსთან]], მოუთხრო მას რა სასწაული მოუხდა ტყეში, რამაც წმ. მირიანს იესო ქრისტე ერთ დიდ [[ღმერთი|ღმერთად]] აღიარებინა და სთხოვა წმ. ნინოს, რომ ამის შესახებ ეცნობებინა იმპერატორ კონსტანტინესთვის და მას გამოეგზავნა მღვდელმსახურები [[ქართლი]]ს მოსაქცევად. კონსტანტინე დიდმა სიხარულით გამოაგზავნა [[საქართველო|საქართველოში]] იოანე [[ეპისკოპოსი]], მღვდლები და დიაკვნები. წმ. კონსტანტინემ ქრისტეს რჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა [[ჯვარი]] და [[ხატი]] მაცხოვრისა, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი - კვარცხლბეკი და ორი სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.  
  
 
მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ-იღო მეფემ, დედოფალმა, სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა. იმ დღესვე [[ქრისტიანობა|ქრისტიანულად]] მოინათლა მცხეთელ ურიათა ორმოცდაათი ოჯახი, რომელთაც მეფე მირიანმა უბოძა დაბა ციხე - დიდი. არ მონათლულა მხოლოდ ბარაბას სახლეული (ბარაბა ის ავაზაკი იყო, რომელიც ებრაელთა თხოვნით გაათავისუფლა პილატემ ქრისტეს მაგიერ). საზეიმო ნათლისღების შემდეგ  იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, აღაშენეს ეკლესია და დატოვეს უფლის სამსჭვალნი, შემდგომ მანგლისს დაიწყეს [[ეკლესია|ეკლესიის]] შენება და იქ ძელისცხოველის ნაწილი დაასვენეს.
 
მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ-იღო მეფემ, დედოფალმა, სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა. იმ დღესვე [[ქრისტიანობა|ქრისტიანულად]] მოინათლა მცხეთელ ურიათა ორმოცდაათი ოჯახი, რომელთაც მეფე მირიანმა უბოძა დაბა ციხე - დიდი. არ მონათლულა მხოლოდ ბარაბას სახლეული (ბარაბა ის ავაზაკი იყო, რომელიც ებრაელთა თხოვნით გაათავისუფლა პილატემ ქრისტეს მაგიერ). საზეიმო ნათლისღების შემდეგ  იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, აღაშენეს ეკლესია და დატოვეს უფლის სამსჭვალნი, შემდგომ მანგლისს დაიწყეს [[ეკლესია|ეკლესიის]] შენება და იქ ძელისცხოველის ნაწილი დაასვენეს.

16:27, 15 ივლისი 2020-ის ვერსია

ქართლის გაქრისტიანება - წმ. მეფე მირიანს ერთხელ თხოთის მთაზე ნადირობისას შუა ტყეში უეცრად მზე დაუბნელდა და უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. შეშინებული მეფე შეევედრა თავის წარმართ ღმერთებს, რომ ეს სიბნელე გაეფანტათ, მაგრამ მეფისათვის რაიმე გასახარი არ მომხდარა. მაშინ სასოწარკვეთილმა წმ. მირიანმა ჯვარცმულ ქრისტეს შესთხოვა შველა. მოხდა უდიდესი სასწაული და მაშინვე გამობრწყინდა მზე. წმ. მირიანმა მადლობა შესწირა იესო ქრისტეს და სასწრაფოდ მივიდა წმ. ნინოსთან, მოუთხრო მას რა სასწაული მოუხდა ტყეში, რამაც წმ. მირიანს იესო ქრისტე ერთ დიდ ღმერთად აღიარებინა და სთხოვა წმ. ნინოს, რომ ამის შესახებ ეცნობებინა იმპერატორ კონსტანტინესთვის და მას გამოეგზავნა მღვდელმსახურები ქართლის მოსაქცევად. კონსტანტინე დიდმა სიხარულით გამოაგზავნა საქართველოში იოანე ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. წმ. კონსტანტინემ ქრისტეს რჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი - კვარცხლბეკი და ორი სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ-იღო მეფემ, დედოფალმა, სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა. იმ დღესვე ქრისტიანულად მოინათლა მცხეთელ ურიათა ორმოცდაათი ოჯახი, რომელთაც მეფე მირიანმა უბოძა დაბა ციხე - დიდი. არ მონათლულა მხოლოდ ბარაბას სახლეული (ბარაბა ის ავაზაკი იყო, რომელიც ებრაელთა თხოვნით გაათავისუფლა პილატემ ქრისტეს მაგიერ). საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, აღაშენეს ეკლესია და დატოვეს უფლის სამსჭვალნი, შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და იქ ძელისცხოველის ნაწილი დაასვენეს.

მირიან მეფე შეწუხდა. მას სურდა სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმიდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმიდე - უფლის კვართი ინახებოდა. მეფემ აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღივსო.

სვეტიცხოვლის ხის ტაძარი საბერძნეთიდან ეპისკოპოსისა და მღვდლების ჩამოსვლამდე უკვე აგებული იყო. ახლა საბერძნეთიდან ჩამოსულ „კირითხუროებს“ მეფე მირიანმა ქვიტკირით ააშენებინა სამთავარეპისკოპოსო, ანუ „ზემო ეკლესია“.

მეფე მირიანმა სპეციალურად საჯვრედ შერჩეული ხისაგან სამი ჯვარი გააკეთებინა და ეს ჯვრები სამ ადგილას აღმართა: თხოთის მთაზე, სადაც მზე დაუბნელდა, არაგვს გადაღმა, სადაც ჯვრის მონასტერის და უჯარმაში. როგორც წმიდა მამები ამბობენ, სამი ჯვრის აღმართვა ყოვლადწმიდა სამების სახელზე უკვე მოასწავებდა საქართველოში ქრისტიანობის გამარჯვების აღიარებას.

წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები