შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება''' – იმ ღონისძიებების ე...)
 
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]]
 
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]]
[[კატეგორია:შეიარაღბული ძალების დაკომპლექტება]]
+
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება]]

16:27, 16 თებერვალი 2018-ის ვერსია

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება – იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს პირად შემადგენლობაზე, უფრო ფართო გაგებით კი – შეიარაღებაზე, სამხედრო ტექნიკასა და სხვა მატერიალურ საშუალებებზე შეიარაღებული ძალების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

სახელმწიფოში მიღებული შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების სისტემა წარმოადგენს სამხედრო მშენებლობის და მისი შეიარაღებული ძალების მოწყობის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს მათი საბრძოლო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის მდგომარეობას. მშვიდობიანობის დროს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ამოცანაა, იყოლიოს შტატებით დადგენილი რიცხოვნობის არმია და ფლოტი, დააგროვოს სამხედრო საქმეში საჭირო რაოდენობის განსწავლული რეზერვი; შეიარაღებული ძალების სამხედრო მდგომარეობაზე გადაყვანისას – უზრუნველყოს დროული და სრული სამობილიზაციო გაშლა; ომის პირობებში – უმთავრესად შეავსოს მოქმედი არმიის და ფლოტის დანაკარგები, აგრეთვე პირადი შემადგენლობით უზრუნველყოს ახალი ფორმირებები.

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ძირითადი ელემენტებია:

  • დაკომპლექტების ხერხები,
  • გასაწვევი ასაკი,
  • გასაწვევი კონტინგენტების შერჩევა და განაწილება,
  • დაკომპლექტების პრინციპები და სამხედრო სამსახურის ვადები,
  • სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევის რაოდენობა.

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება ორი ძირითადი გზით: მოქალაქეთა სავალდებულო (იძულებითი) სამხედრო ბეგარის (ვალდებულების) საფუძველზე, რომელსაც ისინი იხდიან გაწვევით (მობილიზაციით) და ნებაყოფლობით საწყისებზე – დაქირავებით, კონტრაქტით ან იდეური მოტივაციით. კონკრეტულ ისტორიულ პირობებში ეს ხდებოდა დაქირავების, მოხალისეების, ფეოდალური და სახალხო ლაშქრების, სარეკრუტო ბეგარის, საყოველთაო ან ნაწილობრივი (გამონაკლისებით) სამხედრო ბეგარის (ვალდებულების) გზით და სხვა. აგრეთვე სხვადასხვა ხერხის შეხამებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები