შეტევა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეტევაჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედებების ძირითადი სახეობა, რომელიც გამოიყენება მოწინააღმდეგის განადგურების და მნიშვნელოვანი რაიონების (ზღუდეების, ობიექტების) დაუფლების მიზნით. მისი მიზანია მოწინააღმდეგის დამარცხება ყველა არსებული საშუალებით, გადამწყვეტი იერიშით, მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში ჯარების სწრაფი წინსვლით, ცოცხალი ძალის განადგურებით (დატყვევებით), იარაღის, სამხედრო ტექნიკის და ადგილმდებარეობის დასახული რაიონების (ზღუდეების) ხელში ჩაგდებით.

შეტევა შეიძლება იყოს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური, მიმდინარეობდეს ბატალიების, ოპერაციების, ბრძოლებისა და სხვა ფორმის საომარი მოქმედებების განხორციელების გზით. ხმელეთზე შეტევა შეიძლება განხორციელდეს მოწინააღმდეგეზე, რომელიც თავს იცავს, მოწინააღმდეგეზე რომელიც ცდილობს თავისი შეტევის ამოცანების გადაწყვეტას (შემხვედრი ბრძოლა, შემხვედრი ბატალია) ან მოწინააღმდეგეზე, რომელიც უკან იხევს (დევნა).

შეტევის ნაირსახეობაა კონტრშეტევა. შეტევა შეიძლება დაიწყოს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებით ან შეუჩერებლივ, სიღრმიდან ჯარების გამოყვანით, მოწინააღმდეგის უზრუნველყოფის ხაზის გადალახვით, თავდაცვის, მათ შორის, გამაგრებული რაიონის გარღვევით ან შემხვედრი ბრძოლის (ბატალიების) წარმოებით.

შეტევა შეიძლება განხორციელდეს მტრის აგრესიის მოგერიებისას, აგრეთვე თავდაცვითი ოპერაციების წარმატებით განხორციელების შემდეგ.

შეტევის პერიოდებია:

  • იერიშის საცეცხლე მომზადება,
  • იერიშის საცეცხლე მხარდაჭერა,
  • თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის საცეცხლე თანხლება.

ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოეწყოს სიღრმიდან ჯარების გამოყვანის საცეცხლე უზრუნველყოფა. შეტევის ხერხები იცვლება შეიარაღებული ბრძოლის ძალების და საშუალებების სრულყოფის გავლენით. შეტევა განსაკუთრებულ პირობებში (სამრეწველო რაიონში, ქალაქში, მთებში, ტყეში, უდაბნოში, ჩრდილოეთის რაიონებში, ზამთარში) ხორციელდება იმავე პრინციპებით, ოღონდ სპეციფიკური თავისებურებებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები