ჩელო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ვიოლონჩელი '''ვიოლონჩელი''' - (იტალ. violoncello), ვიო...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვიოლონჩელი“ გადაიტანა გვერდზე „ჩელო“)

10:27, 19 მაისი 2017-ის ვერსია

ვიოლონჩელი

ვიოლონჩელი - (იტალ. violoncello), ვიოლონჩელი ანუ ჩელო, ხემიანი მუსიკალური საკრავი (ბან-ტენორის რეგისტრიანი) მიეკუთვნება ვიოლინოს ოჯახს. სიმები აიწყობა წმინდა კვინტებით (დიდი ოქტავის დო და სოლ, მცირე ოქტავის რე და პირველის ლა). იხმარება როგორც სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი.

ვიოლონჩელი წარმოიშვა XV ს. დასასრულსა და XVI ს. დასაწყისში ხალხური ხემიანი საკრავების განვითარების შედეგად. ვიოლონჩელის კლასიკური ნიმუშები შექმნეს XVII-XVIII სს. იტალიელმა ოსტატებმა (ა. და ნ. ამატები, ჯ. გვარნერი, ა. სტრადივარიუსი). ცნობილია რუსი ოსტატების ი. ბატოვის, ე. ვიტაჩეკის და ტ. პოდგორნის ვიოლონჩელები.

XVII–XVIII სს. ვიოლონჩელმა თავისი სავსე, გამომსახველი ჟღერადობის წყალობით განდევნა ვიოლა და გამბა. ვიოლონჩელოსთვის ნაწარმოებები დაწერეს: ი. ს. ბახმა, ლ. ბეთჰოვენმა, ფ. მენდელსონმა, ფ. შოპენმა, ი. ბრამსმა, რ. შუმანმა, ა. დვირუაკმა, პ. ჩაიკოვსკიმ, ე. გრიგმა, ქართველებმა: შ. თაქთაქიშვილმა, ა. მაჭავარიანმა, ო. თაქთაქიშვილმა, ს. ცინცაძემ, ფ. ღლონტმა, დ. შავლოხაშვილმა, ვ. აზარაშვილმა, გ. ციციშვილმა და სხვ.

ცნობილი ვიოლონჩელისტები არიან: ლ. ბოკერინი, ჟ. დიუპორი, ფ. სერვე, პ. კასალსი, ს. კნუშევიცკი, დ. შაფრანი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ. ქართველები: ა. ჩიჯავაძე, გ. ბარნაბიშვილი, თ. გაბარაშვილი, ე. ისაკაძე, ო. ჩუბინიშვილი და სხვა.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები