ხახმატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:36, 15 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხახმატი – სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდანისჭალის ზემოთში. ზღვის დონიდან 1940 მ., დუშეთიდან 79 კმ.

აქაა საქართველოს მთიანეთში განთქმული ხატი (სალოცავი) ხახმატის ჯვარი. ეტიმოლოგია უცნობია. ჩვენი ფიქრით, ხახმატი წარმომდგარი უნდა იყოს ქართ. ხახ-ი (ჴაჴ-ი) („წვიმისაგან ჩამოღვარული, ჩამოხახული, ნამზვლევი ადგილი“) და ჩაჩნური (ბაცბური) მატი/ე (← მათე) სიტყვათა შეერთების გზით. ხახმატი, მაშასადამე, უნდა გავიაზროთ როგორც „ჴაჴ-იანი ადგილი“. სიტყვა ხახ-ი საკმაოდ ხშირად გვხვდება თუშ-ფშავ-ხევსურეთის, აგრეთვე, ხევის მიკროტოპონიმიაში. ასე, მაგალითად, სოფ. ყანობში (ყაზბეგის რ.) პატარა მდინარისა და ადგილის სახელად დადასტურებულია ჴაჴმელაჲ, რომელსაც, მართალია, ჴაჴ-ველ-ად განმარტავენ, – აქ ერთდროულად გვაქვს ჴაჴიც („ჩამოქცეული და ნიაღვრით დაღარული ადგილი“) და ველიც-ო, მაგრამ ჴაჴმელაჲ აშკარად ჴაჴ-ჴმელა-საგან („მშრალი, უწყლო, ხმელი ჴაჴები“) არის წარმომდგარი.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები