ჯვართამაღლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჯვართამაღლება''' - (27 სექტემბერი ახ. სტილით) თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. იმპერატორმა ადრიანემ (117-138 წ.წ.) ახალი ქალაქი აღაშენა თავისი წინამორბედის - იმპერატორ ტიტეს მიერ 70 წელს მთლიანად დანგრეული [[იერუსალიმი|იერუსალიმის]] ადგილას და სახელიც კი შეუცვალა მას (აკრძალული იყო წმიდა ქალაქის ძველი სახელწოდების ხსენება და მას წარმართი ხელმწიფის ბრძანებით ელიუს-ანდრიანოპოლს ეძახდნენ). იმავე ადრიანემ ბრძანა მიწით დაეფარათ [[გოლგოთა]] და საფლავი უფლისა, ხოლო ამ ხელოვნურ ბორცვზე აღეშენებინათ წარმართული საკერპე  [[ბომონი]], ღვთაება [[ვენერა|ვენერას]] პატივსაცემად და [[იუპიტერი|იუპიტერის]] [[ქანდაკება|ქანდაკებაც]] აღემართათ. ამ ადგილას იკრიბებოდნენ ხოლმე წარმართები წლების განმავლობაში, რათა მსხვერპლშეწირვა აღესრულებინათ.
+
[[ფაილი:Qminda konstantine da elene.jpg|thumb|250პქ|წმ. კონსტანტინე და წმ.ელენე]]
 +
'''ჯვართამაღლება''' - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს (14/27 სექტემბერი) იდღესასწაულება IV საუკუნეში წმ. ელენეს (იმპერატორ კონსტანტინეს დედის) მიერ [[ჯვარი|ჯვრის]] პოვნა (იგულისხმება ჯვარი, რომელზედაც ჯვარს აცვეს [[იესო ქრისტე]] ) და VII საუკუნეში იმპერატორ ირაკლის მიერ ჯვრის შემდგომი „გამოხსნა სპარსელთა ტყვეობიდან“, რის შემდეგაც იგი აღიმართა იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. ამ დროიდან მოყოლებული, „მსოფლიო ჯვართამაღლება“ აღინიშნება [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] სამყაროს ყველა [[ეკლესია|ეკლესიაში]].
  
მაგრამ 300 წლის შემდეგ უფლის [[ჯვარი|ჯვარზე]] სიკვდილისა და მკვდრეთით დიდებული [[აღდგომა|აღდგომიდან]], ეს უდიდესი სიწმინდენი - უფლის საფლავი და მისი ცხოველმყოფელი ჯვარი - ღვთის განგებით, კვლავ მოპოებულ იქნა ქრისტიანთა მიერ და ყველა მორწმუნისათვის ხელმისაწვდომი გახდა  თაყვანისსაცემად. ეს მოხდა მოციქულთასწორი წმიდა იმპერატორის კონსტანტინე დიდის დროს (ხსენება 21 მაისს) - რომელმაც პირველმა რომის იმპერატორთაგან, შეწყვიტა ქრისიანთა დევნა და [[ქრისტიანობა]] სახელმწიფო [[რელიგია|რელიგიად]] გამოაცხადა.
+
ეს დღე [[ბიზანტია|ბიზანტიაში]] ერთგვარ სახელმწიფო დღესასწაულადაც, ხოლო ჯვარი – იმპერიის ემბლემად იქცა და მას ყველა [[სახელმწიფო]] დაწესებულების კედელზე და ოფიციალურ ტანისამოსზეც გამოსახავდნენ. [[დღესასწაული|დღესასწაულის]] დღეს მას [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსები]] და [[მღვდელი|მღვდლები]] საჯაროდ აღმართავდნენ ხოლმე. ისინი ჯვრით სამყაროს ოთხივე მხარეს აკურთხებდნენ, ხოლო ხალხი ამ დროს „უფალო შემიწყალეს“ გალობდა. ეს ჩვეულება დღესაც სრულდება ეკლესიაში საზეიმო [[მწუხრი|მწუხრის]] მსახურების დასასრულს, ცისკრის დიდების შემდეგ, როცა ჯვარს საზეიმოდ გამოაბრძანებენ და აღმართავენ.
  
[[ქრისტე|ქრისტეს]] ჯვარი აღმოაჩინა წმ. კონსტანტინეს დედამ, წმ. ელენემ. აღმოაჩინეს საფლავი უფლისა, ხოლო მის შორიახლოს სამი ჯვარი ნახეს. აქვე იყო ის ფიცარიც, რომელზეც პილატემ სამენოვანი წარწერა გააკეთებინა, „იესო ნაზარეველი - მეფე ჰურიათა.“ და ის ოთხი ლურსმანიც, რომლებითაც მტარვალებმა ჯვარს მიამსჭვალეს მაცხოვარი იესო. იმისათვის, რომ შეეტყოთ, თუ ამ სამიდან  რომელი იყო ჯვარი უფლისა, პატრიარქმა მაკარიმ რიგ-რიგობით მიადო ისინი ერთ ახალ მიცვალებულს, რომელსაც ამ დროს მიასვენებდნენ დასაკრძალავად: როცა შესვენებულს ცხოველმყოფელი ჯვარი შეეხო, ჯვარზე ზეციდან გადმოვიდა ნათელი და მიცვალებული გაცოცხლდა. ამით ყველანი დარწმუნდნენ, რომ ეს სწორედ ის ჯვარია, რომელზედაც ევნო უფალი [[იესო ქრისტე]]. ეს ამბავი მაშინვე მოედო მთელ ქალაქს და გოლგოთაზე მრავალი ქრისტიანი შეიკრიბა. მათი თხოვნით წმ. ელენემ და პატრიარქმა მაკარიმ ისე მაღლა ასწიეს ქრისტეს ჯვარი, რომ ყველას შესძლებოდა მისი ხილვა. ამას ეწოდება ჯვართამაღლება და ყოველთვის აღინიშნება 27 სექტემბერს.
+
დღესასწაულის [[ტროპარი]], რომელიც, უნდა ითქვას, რომ ბიზანტიისა და [[რუსეთი]]ს იმპერიების [[ჰიმნი]] იყო და ყველა საზეიმო ცერემონიალზე იგალობებოდა, მიმართულია უფლისადმი [[ლოცვა|ლოცვით]] ადამიანთა ხსნისაკენ, [[ომი|ომში]] გამარჯვების მიმადლებისა და ჯვრით სახელმწიფოს დაცვისაკენ. ჩვენს დროში, როგორც ტროპარს, ასევე დღესასწაულის სხვა [[საგალობელნი|საგალობლებს]], სულიერი მნიშვნელობა მიეცათ: „წინააღმდგომი“ გაიგება, როგორც სულიერად უსჯულო და ცოდვილი, [[ეშმაკი]]ს მიმდევრები, ხოლო სიტყვები „მართლმადიდებელი ქრისტიანები“ ცვლის ყოფილ მონარქთა სახელებს.
  
 +
''„აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და [[საფარველი|საფარველსა]] ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა“'' (ტროპარი).
  
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
''„რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, [[ქრისტე]] ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივ და ცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლემას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლად ძლიერი“'' (კონდაკი).
  
 +
თუმცა, ჯვართამაღლება წარმოიშვა როგორც „პოლიტიკური“ დღესასწაული, მაგრამ დღეს მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის
 +
ჩვენთვის რჩება [[მარხვა|მარხვისა]] და ლოცვის დღედ, დღედ, როცა ჩვენ ვიხსენებთ, რომ ჯვარი არის ერთადერთი [[სიმბოლო]], ღირსი ჩვენი ულაპარაკო ერთგულებისა, და რომ ჩვენი ხსნა დამოკიდებულია არა რომელიმე ჩვენს მიწიერ გამარჯვებაზე, არამედ ქრისტეს ჯვარცმისა და ქრისტესთან ჩვენი თანაჯვარცმის ერთადერთ ჭეშმარიტ და წარუვალ გამარჯვებაზე. და როცა ჩვენ აღვმართავთ ჯვარს და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე თაყვანისცემითა და განდიდებით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვეკუთვნით სასუფეველს, რომელიც არ არის „ამა სოფლისაგან“, და რომ ჩვენი ჭეშმარიტი და მარადიული „მოქალაქეობა“, წმინდანებთან ერთად, „უფლის ქალაქშია”.
  
 +
დღესასწაულზე ძველი აღთქმის პირველი საკითხავი გვესაუბრება „ძელზე“, რომელიც „მწარე“ წყალს „მტკნარ“ წყლად გადააქცევს და რომელიც „ჯვრის ძელის“ სიმბოლოა (გამოსვლათა, 15:22-25). მეორე საკითხავი გვახსენებს, რომ უფალი სჯის და ასწორებს მათ, ვინც უყვარს და რომ ღვთის სიბრძნე „ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი და რომელნი შევედრებულ არიან მას, [[ვითარცა]] უფლისა მიმართ, უცთომელ“ (იგავნი, 3:11-18). ეს სიტყვები, ასევე, მიგვანიშნებს ჯვარზე, რომელიც, როგორც ამ დღის სამოციქულო საკითხავი აცხადებს, მოწოდებულთათვის არის ძალა და სიბრძნე ღვთისა (1 კორინთ. 1:18-25). [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] მესამე საკითხავი ესაიას წინასწარმეტყველებიდანაა, რომელიც გვესაუბრება „საუფლო ქალაქზე“, სადაც იუდეველები და წარმართები ერთად იცხოვრებენ და უფლის „ფერხთა ადგილზე“ მოვლენ და იცნობენ, რომ „მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომხსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა“ (ესაია, 60:11-16).
 +
 +
''„ჯვარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ“'' (ტროპარი).
 +
 +
ესაა მთავარი საგალობელი ჯვართამაღლებისა, რომელიც რვა დღე გრძელდება. იგი მრავალგზის მეორდება ღვთისმსახურებაში. ლიტურგიაზე ეს საგალობელი ცვლის „სამწმიდაოს“. [[ანტიფონი|ანტიფონები]] იცლება ფსალმუნებიდან შესაბამისი მუხლებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ქრისტეს ჯვარცმაზე (ფსალმ. 22, 74, 99). ცისკარზე, სახარების საკითხავში ქრისტე ამბობს, რომ როცა ჯვარზე ამაღლდება, იგი ყველას თავისთან „მიიზიდავს“ (იოანე, 12:28-36). ლიტურგიაზე [[იოანე ღვთისმეტყველი|იოანეს]] სახარებიდანვე ვრცელი საკითხავი მოგვითხრობს უფლის ვნებაზე.
 +
 +
შეიძლება ითქვას, რომ ჯვართამაღლებაზე ქრისტიანები, თითქოს, ხელახლა უძღვნიან თავს უფალს და აღუთქვამენ სრულყოფილ ერთგულებას, მუხლს იყრიან მისი ჯვარცმისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე, – ასეთია ეკლესიაში ამ დღის მარხვისა და სინანულის დღევანდელი მნიშვნელობა.
 +
 +
 +
==წყარო==
 +
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
 
[[კატეგორია:დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]

მიმდინარე ცვლილება 22:28, 14 აპრილი 2021 მდგომარეობით

წმ. კონსტანტინე და წმ.ელენე

ჯვართამაღლება - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს (14/27 სექტემბერი) იდღესასწაულება IV საუკუნეში წმ. ელენეს (იმპერატორ კონსტანტინეს დედის) მიერ ჯვრის პოვნა (იგულისხმება ჯვარი, რომელზედაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე ) და VII საუკუნეში იმპერატორ ირაკლის მიერ ჯვრის შემდგომი „გამოხსნა სპარსელთა ტყვეობიდან“, რის შემდეგაც იგი აღიმართა იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. ამ დროიდან მოყოლებული, „მსოფლიო ჯვართამაღლება“ აღინიშნება ქრისტიანული სამყაროს ყველა ეკლესიაში.

ეს დღე ბიზანტიაში ერთგვარ სახელმწიფო დღესასწაულადაც, ხოლო ჯვარი – იმპერიის ემბლემად იქცა და მას ყველა სახელმწიფო დაწესებულების კედელზე და ოფიციალურ ტანისამოსზეც გამოსახავდნენ. დღესასწაულის დღეს მას ეპისკოპოსები და მღვდლები საჯაროდ აღმართავდნენ ხოლმე. ისინი ჯვრით სამყაროს ოთხივე მხარეს აკურთხებდნენ, ხოლო ხალხი ამ დროს „უფალო შემიწყალეს“ გალობდა. ეს ჩვეულება დღესაც სრულდება ეკლესიაში საზეიმო მწუხრის მსახურების დასასრულს, ცისკრის დიდების შემდეგ, როცა ჯვარს საზეიმოდ გამოაბრძანებენ და აღმართავენ.

დღესასწაულის ტროპარი, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ბიზანტიისა და რუსეთის იმპერიების ჰიმნი იყო და ყველა საზეიმო ცერემონიალზე იგალობებოდა, მიმართულია უფლისადმი ლოცვით ადამიანთა ხსნისაკენ, ომში გამარჯვების მიმადლებისა და ჯვრით სახელმწიფოს დაცვისაკენ. ჩვენს დროში, როგორც ტროპარს, ასევე დღესასწაულის სხვა საგალობლებს, სულიერი მნიშვნელობა მიეცათ: „წინააღმდგომი“ გაიგება, როგორც სულიერად უსჯულო და ცოდვილი, ეშმაკის მიმდევრები, ხოლო სიტყვები „მართლმადიდებელი ქრისტიანები“ ცვლის ყოფილ მონარქთა სახელებს.

„აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა“ (ტროპარი).

„რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივ და ცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლემას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლად ძლიერი“ (კონდაკი).

თუმცა, ჯვართამაღლება წარმოიშვა როგორც „პოლიტიკური“ დღესასწაული, მაგრამ დღეს მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ჩვენთვის რჩება მარხვისა და ლოცვის დღედ, დღედ, როცა ჩვენ ვიხსენებთ, რომ ჯვარი არის ერთადერთი სიმბოლო, ღირსი ჩვენი ულაპარაკო ერთგულებისა, და რომ ჩვენი ხსნა დამოკიდებულია არა რომელიმე ჩვენს მიწიერ გამარჯვებაზე, არამედ ქრისტეს ჯვარცმისა და ქრისტესთან ჩვენი თანაჯვარცმის ერთადერთ ჭეშმარიტ და წარუვალ გამარჯვებაზე. და როცა ჩვენ აღვმართავთ ჯვარს და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე თაყვანისცემითა და განდიდებით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვეკუთვნით სასუფეველს, რომელიც არ არის „ამა სოფლისაგან“, და რომ ჩვენი ჭეშმარიტი და მარადიული „მოქალაქეობა“, წმინდანებთან ერთად, „უფლის ქალაქშია”.

დღესასწაულზე ძველი აღთქმის პირველი საკითხავი გვესაუბრება „ძელზე“, რომელიც „მწარე“ წყალს „მტკნარ“ წყლად გადააქცევს და რომელიც „ჯვრის ძელის“ სიმბოლოა (გამოსვლათა, 15:22-25). მეორე საკითხავი გვახსენებს, რომ უფალი სჯის და ასწორებს მათ, ვინც უყვარს და რომ ღვთის სიბრძნე „ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ“ (იგავნი, 3:11-18). ეს სიტყვები, ასევე, მიგვანიშნებს ჯვარზე, რომელიც, როგორც ამ დღის სამოციქულო საკითხავი აცხადებს, მოწოდებულთათვის არის ძალა და სიბრძნე ღვთისა (1 კორინთ. 1:18-25). ძველი აღთქმის მესამე საკითხავი ესაიას წინასწარმეტყველებიდანაა, რომელიც გვესაუბრება „საუფლო ქალაქზე“, სადაც იუდეველები და წარმართები ერთად იცხოვრებენ და უფლის „ფერხთა ადგილზე“ მოვლენ და იცნობენ, რომ „მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომხსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა“ (ესაია, 60:11-16).

„ჯვარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ“ (ტროპარი).

ესაა მთავარი საგალობელი ჯვართამაღლებისა, რომელიც რვა დღე გრძელდება. იგი მრავალგზის მეორდება ღვთისმსახურებაში. ლიტურგიაზე ეს საგალობელი ცვლის „სამწმიდაოს“. ანტიფონები იცლება ფსალმუნებიდან შესაბამისი მუხლებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ქრისტეს ჯვარცმაზე (ფსალმ. 22, 74, 99). ცისკარზე, სახარების საკითხავში ქრისტე ამბობს, რომ როცა ჯვარზე ამაღლდება, იგი ყველას თავისთან „მიიზიდავს“ (იოანე, 12:28-36). ლიტურგიაზე იოანეს სახარებიდანვე ვრცელი საკითხავი მოგვითხრობს უფლის ვნებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ჯვართამაღლებაზე ქრისტიანები, თითქოს, ხელახლა უძღვნიან თავს უფალს და აღუთქვამენ სრულყოფილ ერთგულებას, მუხლს იყრიან მისი ჯვარცმისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე, – ასეთია ეკლესიაში ამ დღის მარხვისა და სინანულის დღევანდელი მნიშვნელობა.


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები