აბადო კლაუდიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბადო კლაუდიო - (იტ. Abbado Claudio 1933-2014), იტალიელი დირიჟორი და პიანისტი. დაამთავრა მილანის კონსერვატორია 1969-იდან თეატრ „ლა სკალას“ დირიჟორი, შემდეგ კი სამხატვრო ხელმძღვანელი (1986-მდე). ერთდროულად-1971-იდან ვენის ფილარმონიის, ხოლო 1979-88 ლონდონის სამეფო ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 1986-91 ვენის სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1989-2002 ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 ვენაში დააარსა კომპოზიტორების საერთაშორისო კონკურსი, 1994-იდან „ზალცბურგის სააღდგომო ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გამოირჩევა ფართო რეპერტუარით, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა XX ს-ის მუსიკას. მას მიენიჭა I პრემია დ. მიტროპულოსის საერთაშორისო კონკურსზე (ნიუ-იორკი, 1963).