აბასთუმანი (სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბასთუმანი, აბასთუბანი – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ვარხანის საკრებულოში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე აბასთუმნისწყლის (ქვაბლიანის მარცხენაშენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1160-1360 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 18 კმ მანძილზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათანუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 371, რომელთა 88% ქართველია (2002).

ძველი დასახლება მდებარეობდა თანამედროვე აბასთუმნიდან 1 კმ მანძილზე. სოფელი ნახსენებია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. XVI საუკუნეში დაიპყრო ოსმალეთმა, 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ დაბრუნდა.

რთული სიტყვისაგან შედგენილი ტოპონიმია. მაწარმოებელია სიტყვაა „უბანი”. სახელწოდება წარმომდგარი უნდა იყოს აქ მცხოვრები აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულოსაგან. აბასი ადამიანის სახელია.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები