აბეცედარიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბეცედარიუმი მრავალწყართს მონასტრის (დავითგარეჯა) ღმრთისმშობლის შობის ეკლესიის კედელზე. XI ს.

აბეცედარიუმი – ტრადიციული რიგის მიხედვით თანამიმდევრულად ჩამოწერილი ასოები, ანბანი (ტერმინი შექმნილია ლათ. ანბანის პირველი ასოების სახელწოდებათა – -a-be-ce-de-ს მიხედვით). ცნობილია ლურსმული, ეტრუსკული, ებრაულუ, ბერძნული, ლათინური, გლაგოლიცური, კირილიცური, სომხური, ქართული და სხვ. აბეცედარიუმები. ცნობილია როგორც სრული, ისე არასრული სახით: გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით.

უძველესად ითელება ძვ. წ. XIV ს-ით დათარიღებული ე. წ. უგარითული აბეცედარიუმი, შესრულებული ლურსმული დამწერლობით თიხის პატარა ფირფიტაზე – ამულეტზე, რასაც მაგიური დანიშნულება ჰქონდა (ავი თვალისაგან, ბოროტისაგან დასაცავად). სასწავლო დანიშნულებისა ჩანს უძველესი (ძვ. წ. დაახლ. 700) ეტრუსკული აბეცედარიუმი, ე.წ. – მარსილიანის ანბანი, ამოკვეთილი სპილოს ძელის ოთხკუთხა დაფის ჩარჩოზე (გამორიცხული არ არის, რომ მას მაგიური დანიშნულებაც ჰქონოდა). წინაქრისტიანულ ხანაში ანბანისათვის მაგიური მნიშვნელობის მინიჭების ტრადიცია ქრისტიანულ ეპოქაშიც გადმოვიდა.

ევროპაში გავრცელებული წესით, ახალაშენებული ტაძრის კურთხევის დროს მის იატაკზე ან კედლებზე ბერძნული ან ლათინური ანბანი იწერებოდა (იკაწრებოდა) ნაგებობისათვის სიმტკიცის მისანიჭებლად. ამის უშუალო დადასტურებას ვხვდებით საღვთო წერილშიც, სადაც ღმერთი განსაზღვრულია სწორედ ანბანის ნიშნების მიხედვით (მე ვარ ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული“, გამოცხ., 22, 13). სასწავლო დანიშნულება ჰქონდა ფიცრის პატარა ნაჭრებზე, არყის ხის ქერქის ფურცლებზე („ბერესტები'), კერამიკული ჭურჭლის ნატეხებზე, ხელნაწერი ფურცლების აშიებზე და სხვ. ამოკვეთილ, ამოკაწრულ ან მიწერილ აბეცედარიუმებს. წერაში სავარჯიშოდ, კალმის შესამოწმებლად, ხელწერის გასასინჯავად შესრულებული აბეცედარიუმების ნაწილი მიწერილია ხელნაწერი წიგნების ფურცლების აშიებსა და ძირითადი ტექსტისაგან თავისუფალ გვერდებზე. ყდის შიდა მხარეს, მის საცავ ფურცლებზე და ა. შ. ზოგჯერ ამავე მიზნით შეიძლება იყოს ამოკაწრული ანბანის პირველი ასოები კედლის შელესილობაზე მთავარი ტექსტის ამოკაწვრის დაწყებამდე.

საქართველოში, საკუთრივ ქართული აბეცედარიუმების გარდა, ცნობილია ებრაული აბეცედარიუმიც, რომელიც ჩართულია ოქროს ფირფიტის ამულეტზე ამოკაწრული მაგიური და ისტორიული ცნობების შემცეელ ტექსტებს შორის; თარიღდება V-VI სს-ით (კ. წერეთელი).

ქართული აბეცედარიუმები შესრულებულია დამწერლობის სამივე სახეობით – ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით. ასომთავრული აბეცედარიუმის უძველესი ცნობილი ნიმუშია დავათის ქვასვეტის აბეცედარიუმი. იგი ამოკაწრულია ქვასვეტის ერთ-ერთი რელიეფური კომპოზიციის – ჯვრის ამაღლების სცენაში, მთავარანგელოზებს შორის ქვის თავისუფალ ზედაპირზე და შეიცავს 37 ასონიშანს, ქვასვეტი აღმოჩენილია 1984-85 დუშეთის რაიონის სოფ. დავათის ღმრთისმშობლის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრების დროს. აბეცედარიუმის წვრილი კაწვრით შესრულებული პატარა ზომის ასოები, ჩანს, აქაც მაგიური დანიშნულებისაა: სალოცავად მისულმა ჰირმა ქვასეეტის სხვა ნაკაწრ წარწერებს შორის ამოკაწრა ანბანიც – ავი თვალისაგან დასაცავად, ან სხვა პირის დასალოცად, დასაწყევლად თუ ხატზე გადასაცემად. დავათის ქვასვეტი V-VI სს-ით თარიღდება, ხოლო მასზე ამოკაწრული ანბანი პალეოგრაფიული ნიშნებით IX-X სს-ისაა. არსებობს მოსაზრებაც, რომ დავათის ქვასვეტზე ჯვრის ამაღლების კომპოზიციაში ქართული ანბანი ამოკაწრულია მისი განდიდების მიზნით და მასში კოდირებულია ქართული ანბანის შექმნის თარიღი – ძვ. წ. 285 –284 (გ. აბრამიშვილი, ზ. ალექსიძე).

უძველესი ქართული აბეცედარიუმის მნიშვნელოვანი ნიმუშები ამოკაწრულია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეკლესიათა ან სხვა დანიშნულების გამოქვაბულთა კედლებზე. მათ შესახებ პირველი გამოქვეყნებული ცნობა ეკუთვნის აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილს. მისი აზრით, დოდოსრქის მონასტრის სატრაპეზოს კედელზე ამოკაწრული ყოფილა ქართული ანბანი, რომელიც ს. კაკაბაძეს XIV ს-ით დაუთარიღებია. X ს. შვიდი და XIII ს. ერთი (მხედრული) აბეცედარიუმი ამოკაწრულია დავითგარეჯის მრავალწყაროს ღმრთისმშობლის შობის პატარა გამოქვაბული ეკლესიის კედლებზე. X ს. აბეცედარიუმები შესრულებულია ნუსხურიდან მხედრულზე ან ასომთავრულიდან სწორ ეპიგრაფიკულ ნუსხურზე გარდამავალი დამწერლობით, მათგან სრული სახით მოღწეულია მხოლოდ სამი აბეცედარიუმი, დანარჩენი, კედლის შელესილობის ჩამოშლის გამო, ჩაკლულია.

აბეცედარიუმები მოიპოვება საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ რეგიონში. ზემო სვანეთში სოფ. აცის მთავარანგელოზთა ეკლესიის დასავლეთ კედელზე ამოკაწრულია XIII ს. მხედრული აბეცედარიუმი, ქართული ანბანის 37 ასო-ნიშნით. ანბანის რიგს აკლია ერთი ასო: Ჳ (მის ადგილას ამოკაწრულია უ). მნიშვნელოვანია XI-XV სს. ქართული მხედრული ანბანის შედგენილობის გასარკვევად. ითელება, რომ მხედრულ ანბანს, ნუსხურისაგან განსხვავებით, თავიდანვე აკლდა სამი ასAnban 1.JPGმაგრამ შემდეგ ამ ასოებისთვისაც შემუშავდა მხედრული სახეები: Ჱ, ჲ, ჵ (ა. შანიძე). აცის აბეცედარიუმში წარმოდგენილია ყველა ეს ასო. ჩვაბიანის მთავარანგელოზთა ეკლესიის კედელზე ამოკაწრულია XIV– XV სს. ნუსხური არასრული (ანი-დან ქან-ის ჩათვლით) ხელმოწერილი აბეცედარიუმის დასაწყისში აბეცედარიუმის შემსრულებელს შემდეგი ტექსტი ამოუკაწრავს: „წმიდაო მთავარანგელოზი (!), შეიწყალე და აცხონე ამის მწერელი(!) გიორგი, ამენ, უფალო, კირიალეისონ“. აქ აბეცედარიუმი აშკარად მაგიური დანიშნულებისაა – იგი ამოწმებს, ამტკიცებს, ავი თვალისაგან იფარავს გიორგის და წარწერაში აღნიშნულ თხოვნას.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ბეთანიის ტაძრის კედელზე მელნით შესრულებული ერთი წარწერა, რომლის ტექსტში აბეცედარიუმია ჩართული. პალეოგრაფიული ნიშნებით იგი XVIII საუკუნისაა და ეკუთვნის ვინმე იოსებს. მას ტაძრის სამხრეთ კედელზე ორი წარწერა გაუკეთებია. პირველში მისი სახელი მონოგრამით ხვეულადაა გადმოცემული: „ღმერთო, შეიწყალე ცოდვილი იოსებ”. მეორე წარწერა მოთავსებულია პირველის ქვემოთ. აქ, შეწყალების ფორმულის ტექსტსა და დამწერის სახელს შორის, ჩაწერილია ასომთავრული ანბანის პირველი ასოები („ღმერთო, შეიწყალე ფრიად ცოდვილი Aso 22.JPG, ცხადია, მაგიური მნიშვნელობით და ისინი შეწყალების ტექსტის შემადგენელი ნაწილია.

ხელმოწერილი აბეცედარიუმის კიდევ ერთი ნიმუშია ფიტარეთის ღმრთისმშობლის ტაძრის შელესილობაზე შავი საღებავით მიწერილი XIV ს. ასომთავრული ანბანი. ანბანის რიგის დასრულების შემდეგ, ცალკე, მეოთხე სტრიქონად, იმავე მელნითა და ხელით მიწერილია: „ილარჲონ დავწერე“.

აბეცედარიუმების ერთი ნაწილი ხელნაწერებზეც იმავე დანიშნულებისაა, როგორიც ეპიგრაფიკულ ძეგლებზე. ამის კარგი ნიმუშია ხელნაწერი Q-99 (XI ს.), რომლის თითქმის ყოველ გვერდზე, ზოგჯერ ერთ გვერდზე რამდენჯერმე, გვიანდელ შუა საუკუნეებში სხვადასხვა ხელით მიწერილია ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აბეცედარიუმები, რომლებშიც ჩართულია ამ ავტორთა მოსახსენიებლები შეწყალების, დღეგრძელობის, შეწევნის, ცხონების და მისთ. თხოვნით.

ხელნაწერებზე აბეცედარიუმები სასწავლო მიზნითაც სრულდებოდა. მაგ., ხელნაწერ H 1872-ის ერთ გვერდზე მოთავსებული ნუსხური ანბანის ყოეელ ასოს მიწერილი აქვს მისი რიცხვითი მნიშვნელობა: „ა ერთ, ბ ორ, გ სამ, დ ოთხ,.. ფ ხუთას“. ასევე სასწავლო დანიშნულებისაა ის აბეცედარიუმები, რომლებიც ხელნაწერების გვერდებზეა მიწერილი კალიგრაფიული ხელით, თითოეული ასოს მკაფიო და გარკვეული მოხაზულობით.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • სილოგავა ვ. სვანეთის წერილობითი ძეგლები. II. თბ., 1988;
  • წერეთელი კ. მცხეთის არამეული ამულეტი. – კრ: „მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები“. ტ. 11. თბ., 1996;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები