ათანელი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათანელი ლადო

ლადო ათანელი - ნამდვილის სახელი ვლადიმერ ათანელიშვილი, (9. IX. 1964, დედოფლისწყარო), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), ფ. ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1991, ბარსელონა, I პრემია და გრან პრი).

1989 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ჯ. ლორთქიფანიძის კლასი). 1989-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. შეასრულა ჟერმონისა და მონტანოს (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), ფიგაროს (როსინის „სევილიელი დალაქი“), მურმანის (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) პარტიები (კონსულტანტი პროფესორი ნ. ანდღულაძე), რეპერტუარში აქვს აგრეთვე პ. ჩაიკოვსკის, ს. პროკოფიევის, ს. რახმანინოვის, ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ი. ბრამსის, მ. რაველისა და თანამედროვე ქართული კომპოზიტორთა კამერული ვოკალური ლირიკის ნიმუშები.

1993-იდან ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთ (გერმანია), გამოდის ათანელის ფსევდონიმით ევროპის ცნობილი საოპერო თეატრების სცენაზე.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები