ანიზოტროპიული მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანიზოტროპიული მასალები – მასალები, რომელთა ფიზიკური თვისებები იცვლება მიმართულებაზე დამოკიდებულებით, ე.ი. მასალები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა მექანიკური, ოპტიკური, მაგნიტური და სხვა თვისება აქვს (მაგ., მონოკრისტალები, ბოჭკოვანი და აფსკისმაგვარი მასალები, რკინაბეტონი, მერქანი, პლასტმასები ფენოვანი შემავსებლით, ტექსტოლიტი, გეტინაქსი, მინაპლასტიკი, პიეზოკვარცი, გრაფიტი, კომპოზიტური მასალები). ანიზოტროპიული მასალები გამოყენება ამცირებს მასალის ხარჯს და აუმჯობესებს კონსტრუქციის ხარისხს. მაგ., ტრანსფორმატორი, რომელშიც გულანად გამოყენებული ტექსტურული ფოლადი, დაახლოებით 20-40%-ით მსუბუქია, ვიდრე ტრანსფორმატორი გულანით ჩვეულებრივი ცხლადგლინული ფოლადისაგან.