ასკოსფეროზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასკოსფეროზი – წარმოადგენს შუშა და მამალი ფუტკრის ჭიებისა და ჭუპრების დაავადებას, მაგრამ ის ზოგჯერ სადედეებშიც აზიანებს ჭიებს. დაავადების წარმომქმნელი სოკო ბუდობს დაავადებულ და დაღუპულ ბარტყში, როდესაც ფუტკრები მათგან ასუფთავებენ ფიჭის უჯრედებს, ისინი უნებლიედ იჭუჭყიანებენ სხეულს სოკოს სპორებით და დაავადება გადააქვთ არა მარტო ბუდის შიგნით, არამდე სხვა ოჯახებშიც; მეზობელ საფუტკრეებში კი, იგი ქურდი ან მოხეტიალე ფუტკრების ოჯახების შეღწევის შედეგად ვრცელდება, ჯანმრთელი ოჯახები შეიძლება დაავადდნენ მათ სკებში სხვა, არაკეთილსაიმედო ოჯახებიდან, ბარტყიანი და სხეა ფიჭიანი ჩარჩოების ჩადგმის შედეგად, ასევე სახიფათოა მათთვის ამ ოჯახების თაფლი, ყუავილის მტვერი და ჭეო.

სოკოს სპორები შეიძლება გავრცელდეს თვითონ მეფუტკრის მიერ, როდესაც ის არ იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს, იყენებს. არადეზინფიცირებულ ინვენტარს და სკებს.

დაავადების გავრცელების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ფუტკრების სხვა ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ მიმართული ანტიბიოტიკების უკონტროლოდ გამოყენება. ასეთ შემთხვევაში ითრგუნება ოჯახების ნორმალური მიკროფლორა და ამით სასურველი პირობები იქმნება დაავადებების წარმომქმნელი სოკოების ცხოველმყოფელობისათვის.

ასკოსფეროზით დაავადების სიმპტომები შეიძლება შევამჩნიოთ მეფუტკრეობის მთელი აქტიური სეზონის მანძილზე. მისი პირველი ნიშნებია – ფუტკრის ოჯახების სკების წინ მოთეთრო-მოშავო, ჭრელი ფერის გამაგრებული ბარტყების გამოყრა. ასეთ ოჯახებში, ბუდის საკონტროლო შემონმებისას, ბარტყიან ფიჭებზე ალაგ-ალაგ შეინიშნება უჯრედებში მიმხმარი ბარტყი. დაავადება აზიანებს ფუტკრის ოჯახებს პაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის, მაღალი ტენიანობის და ცილოვანი საკვების უკმარისობის დროს, ამ დაავადების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან 3-4 დღიანი ჭიები, დაავადების დასაწყისში ისინი მუქდებიან, იწელებიან უჯრედის კედლის გასწვრივ და შეხებაზე არ რეაგირებენ, შემდგომში მკვრივდებიან და რუხი ფერისანი ხდებიან. უჯრედი გადაუბეჭდავი რჩება, ჭიის ტანზე წარმოიქმნებიან ობის უჯრედების ცალკეული თეთრი ფერის ძაფები, რომლებიც დროთა განმავლობაში მთლიანად ფარავენ მის ტანს. დაავადების ბოლო სტადიაში ჭიები ჩაიკირება და გადაიქცევა თეთრი და რუხი ფერის, ცარცისმაგეარ მოგრძო კენჭებად, რომელთაც ფიჭის უჯრედის მოცულობის 2/3 აქეთ დაკავებული. ხშირად ისინი ძირს ცვივიან, ხოლო უჯრედებში დარჩენილები, ჩარჩოს დაქნევისას ჩხრიალის ხმას გამოსცემენ.

ხშირად ხდება, რომ ფუტკრის ოჯახები ერთდროულად დაავადებულნი არინ როგორც ასკოსფეროზით, ასევე ვაროატოზითაც. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, რომ ვაროატოზის სანინააღმდეგოდ დამუშავების პროცედურები (მჟაუნმჟავას წყალხსნარის ნაგვიანევი გამოყენება) ინვევს ასკორფეროზის უფრო სნრაფ გარცელებას, რადგანაც ამ პერიოდში ფუტკრებს აღარ ძალუძთ შეამცირონ ბუდის მაღალი ტენიანობა.

საფუტკრის პირობებში ასკოსფეროზის წარმომშობი სპორები სიცოცხლისუნარიანია 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგჯერ უფრო ხანგრძლივადაც, დაახლოებით - 15 ნლამდე, 27 გრადუს ტემპერატურაზე სოკო ძლებს ერთი წლის განმავლობაში, მისი სპორები ასევე მდგრადია ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების დროსაც; ასე მაგალითაც 1%-იანი ფორმალდეპიდი ხოცავს მათ 20 წუთის განმაელობაში; 1%-იანი წყალბადის პეროქსიდი (ზეჟანგი) - 30, ხოლო 3%-იანი ქლორიანი კირის ხსნარი – 10 წუთის შემდეგ. ასკოსფეროზის სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატი ნისტატინი, რომლითაც მკურნალობა საჭიროა, რაც შეიძლება ადრიანად, აქტიური სეზონის დაწყებამდე, რათა დაავადებას ფართოდ გავრცელების საშუალება არ მივცეთ.

ამდენად, სასურველია აღნიშნული პრეპარატი ფუტკრის ოჯახს ზამთარში დაახლოებით იანვრის მეორე ნახევრიდან მივაწოდოთ ე.ი. იმ პერიოდში, როდესაც ვინყებთ ფუტკრის ოჯახების კანდით კვებას. ნისტატინის აბები წიანასწარ უნდა დავნაყოთ და შემდეგ შევურიო კანდის მოსაზელად გამზადებულ ცომში. მოზელვის პროცესში, სამკურნალო ფხენილი თანაბრად განანილდება კანდის მთელ მასაში, ნისტატინი უნდა შევურიოთ ისე, რომ 1 კგ. ცომზე მოდიოდეს სამკურნალო წამლის 1 მლნ. მოქმედი ერთეული. თითოეულ ოჯახს სამკურნალო ცომის ლავაში ეძლევა ყოველ ჩარჩო ფუტკარზე 50-70 გრამის ოდენობით. აღნიშნული ცომის ათვისების შემდგ პროცედურა მეორდება.

ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ფუტკარი სამორის "ძილიდან" აქტიურ მდგომარეობაში გადავა და სკიდან გამოფრენას დაიწყებს, მას უკვე შეიძლება მიეცეთ შაქრის წყალხსნარი ნისტატინის ნაზავით, I:1- ზე კონცენტრაციის; ერთ ლიტრზე ნისტატინის 500 ათასი მოქმედი ერთეულით, სამკურნალო ხსნარს თითოეულ ჩარჩო ფუტკარზე ვაძლევთ 100-1600ლ, ოდენობით.

როდესაც თბილი ამინდები დადგება და ბუნებაში ღალიანობა დაინყება, მეფუტკრეს შეუძლია ასკოსფეროზის საწინააღმდეგოდ კოდევ ერთი საშუალება გამოიყენოს, რომელიც, მართალია, ძალზე შრომატევადია, მაგრამ ამასთან ეფექტურია, დაავადებული ოჯახები უნდა გადაიყვანონ დეზინფიცირებულ სკებში.

აღნიშნული პროცედურა შემდეგნაირად ტარდება დღის ბოლოს დაავადებული ოჯახის სკის ადგილას დაუდგამთ დეზინფიცირებულ სკას ფიჭიანი ჩარჩოებით, საფრენზე ცერად დაყრდნობილ ქაღალდგადაფარებულ ფანერაზე დავბერტყავთ დაავადებული სკიდან ამოღებულ ჩარჩოებზე დამსხდარ ფუტკარს, რომელსაც საბოლებლის გამოყენებით შევიყვანთ სკაში. შემდეგ ფანერაზე დაფარებულ ქაღალდს დავწვავთ, ხოლო ბარტყიან ფიჭებს მოვათავსებთ ფუტკრის ოჯახ-ინკუბატორში, დანარჩენი ფიჭები გადამუშავდება. ოჯახს ვაძლევთ ახალგაზრდა, განაყოფიერებულ დედას და ყველა პირობას ეუქმნით მომძლავრებისათვის.

ზაფხულის პერიოდში, დაავადებულ ოჯახებს, აეროზოლური გამფრქვევის მეშვეობით ვასხურებთ სუსტი კონცენტრაციის - 20%-იან შაქრის წყალხსნარში გახსნილ ნისტატინს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთ წილ შაქარსა და ხუთ წილ წყალზე მომზადებულ ხსნარში იხსნება ნისტატინის იმდენი რაოდენობა, რომ ყოველ ლიტრ ხსნარზე მოდიოდეს 200 ათასი ერთეული პრეპარატი. შაქრის წყალხსნარის ხარჯი ერთ ჩარჩო ფუტკარზე 15-20მლ. უნდა შეადგენდეს, ფუტკრის დამუშავება წარმოებს სამჯერადად 3-4 დღის ინტერვალით, დაავადების რეციდივის შემთხეევაში მკურნალობა მეორდება.

ასკოსფეროზის საწინააღმდეგოდ გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ ღონისძიებებსაც.

სასურველია საფუტკრე მოვაწყოთ მზით კარგად განათებულ და მშრალ ადგილზე. სკები უნდა შეიდგას არანაკლებ 30სმ. სიმაღლის სადგამებზე, ყოველწლიურად, სანახევროდ მაინც, უნდა შეიცვალოს დედები, ამასთან არ უნდა დავუშვათ საფუტკრეში უდედო და სუსტი ოჯახების შენახვა; ძველი, დაობებული და დახოცილ ბარტყიანი ფიჭები უნდა გადავამუშაოთ. არ შეიძლება ფუტკრის ოჯახების ხელოვნური კვებისას საერთო საკვებურების გამოყენება, ჯანმრთელ ოჯახებს არ შეიძლება მივცეთო არაკეთილსაიმედო ოჯახებიდან მიღებული თაფლი და ჭეო.

ნიტროფუნგინი გამოიყენება ფუტკრიან და ბარტყიან ფიჭებზე დასხურებით. სამუშაო ხსნარი მზადდება ხმარების წინ, ერთ წილ შაქარსა და ხუთ წილ წყალზე მომზადებულ 1 ლიტრ ხსნარში ხსნიან 80-100მლ. რაოდენობით. ერთ ჩარჩოს ესხურება პრეპარატიანი ხსნარი 10-15მლ, ერთი ლიტრი ხსნარი ყოფნის 10 ოჯახს. თაფლის გამოწურვა დასაშვებია პრეპარატის გამოყენებიდან 10. 12 დღის შემდეგ.

ასკოცინი გამოიყენება საკვებთან ერთად და შესხურებით; 5 ლიტრ l:l-ზე მომზადებულ შაქრის სიროფში უნდა გაიხსნას 1,2მლ, ასკოცინი. ერთ ჩარჩო ფუტკარს საკვებად ეძლევა 60-700ლ. პრეპარატიანი სიროფი, ხოლო შესხურებისას ერთ ჩარჩო ფუტკარს უნდა შეესხუროს 10-15მლ. რაოდენობით. ასკოცინით მკურნალობა ტარდება 2-3-ჯერ 3-5 დღის შუალედით.

დღეისათვის ასკოსფეროზის სამკურნალოდ გამოიყენება ისეთი უახლესი და ძალზე ეფექტური პრეპარატები, როგორიცაა: ასკოვარი, ასკო, თიმოლი, უნისანი და სხვ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პრეპარატი თიმოლი, რომელიც თითქმის ყველა დაავადებაზე გამოიყენება და, ასე ჩათვალეთ, ცვილის ჩრჩილის საწინააღმდეგოდაც კი, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ უნისანს, ასკორფეროზის და ასპერგილების გარდა გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება სიდამპლეების საწინააღმდეგოდაც.

დაავადების წარმომქმნელი სოკოს სპორები ძალზე მდგრადია ბუნებაში, ამიტომაც დეზინფექცია ითვლება ერთ-ერთ ძირითად მეთოდად მის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაავადებული ოჯახების სკები, ჩარჩოები და სხვა ხის საგნები უნდა გასუფთავდეს ცვილის, დინდგელისა და ჭუჭყისაგან, ხოლო შემდეგ გაუკეთდეს დეზინფექცია ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებით:

- 10%-იანი წყალბადის პეროქსიდისა და 0,5%-იანი ჭიანჭველამჟავას ხსნარით 4 საათის განმავლობაში.

- 15%-იანი ფორმალდეჰიდისა და 5%-იანი კაუსტიკური სოდის ხნარით 5 საათის განმავლობაში.

- 10%-იანი ქლორიანი იოდის ხსნარით 5 საათის განმაელობაში. ლითონის საგნების, გასუფთავების შემდეგ, მუშავდება ორჯერადად ერთი საათის ინტერვალით ფორმალდეჰიდის ტუტე ხსნარით, რომელიც შეიცავს 10%-იანი ფორმალდეპიდსა და 1%-იან კაუსტიკურ სოდას. აღნიშნული ხსნარით დეზინფექციის ჯამური დრო 4 საათის ტოლი უნდა იყოს.

დეზინფექციის შემდეგ ინვენტარს აუცილებლად სჭირდება გამდინარე წყალში გავლება და გაშრობა. სკის საფარებელი ტილო და ბალიში, უნდა ვხარშოთ 10 წუთის განმაელობაში, კალცინირებული სოდის ხსნარში, შემდეგ გავავლოთ გამდინარე წყალში და გავაშროთ.

წყარო

მეფუტკრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები