ბალადა (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალადა - (ფრანგ. ballade) თხრობითი ხასიათის ვოკალური ან ინსტრუმენტული ნაწარმოები.

პროფესიულ მუსიკაში ვოკალური ბალადის განვითარება უკავშირდება (XVIII ს.) ლიტერატურული ბალადის გავრცელებას. იგი ძირითადად გერმანულ და ავსტრიულ რომანტიკულ მუსიკაში ჩამოყალიბდა (ფ. შუბერტი, რ. შუმანი, ი. ბრამსი, ჰ. ვოლფი).

ინსტრუმენტულ ბალადის ჟანრისათვის დამახასიათებელია ეპიკური, დრამატული და ლირიკული მომენტების შერწყმა. მისი ფუძემდებელია ფ. შოპენი (XIX ს. 30-იანი წწ.) ბალადებს თხზავდნენ აგრეთვე ე. გრიგი, ფ. ლისტი და სხვ. XIX ს. ვხვდებით საოპერო არია - ბალადებსაც.

ქართული ხალხური მუსიკის ბალადის ნიმუშები არქაული ხასიათისაა (მაგ. „მოყმე და ვეფხვი“). ხალხური ვოკალური ხელოვნების ეს სახეობა მჭიდროდაა დაკავშირებული ფოლკლორული ბალადის ტრადიციულ სასიმღერო შესრულებასთან.

ქართულ მუსიკაში საფორტეპიანო ბალადები შექმნილი აქვთ ა. ბალანჩივაძეს, ა. მაჭავარიანს („ბაზალეთის ტბა“), ბ. კვერნაძეს და სხვებს.

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები