ბინორმალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბინორმალი – ერთეული სიგრძის ვექტორი; სივრცითი წირის ბუნებრივი სამღერძის (ტრიედრის) ერთ-ერთი შემადგენელი ვექტორი Koo005.png, რომელიც მოდებულია წირის წერტილზე და მიმხები სიბრტყის პერპენდიკულარულია. განსაზღვრის თანახმად Koo005.png = Koo001+.png × Koo003.png სადაც Koo001+.png − მხების მგეზავი ვექტორია, ხოლო Mxeb015.png − მთავარი ნორმალის მგეზავი. სიმბოლო × − აღნიშნავს ვექტორულ ნამრავლს.

თუ წირი მოცემულია განტოლებით Matem005.png = Matem005.png(t), სადაც Matem005.png (t) - ნებისმიერი t პარამეტრის ვექტორული ფუნქციაა, მაშინ ბინორმალი შეიძლება გამოვითვალოთ ფორმულით:

Koo005.png = (dMatem005.png /dt×d2 Matem005.png /dt2∙p) /(ds/dt)3,

სადაც p − წირის სიმრუდის რადიუსია, s − რკალის სიგრძე.

ტერმინი „ბინორმალი“ შემოიღო სენ-ვენანმა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები