ბუხისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუხისი – ასე ეძახდნენ ბერძნები ჰერმონთისის საკრალური ხარს, რომელიც მონტუსთან იყო ასოცირებული. თუმცა ის ხანდახან მოწითალო-მოყავისფრო ფერითაც არის გამოსახული, საკრალური ბუხისის ფერები თეთრი და შავი უნდა ყოფილიყო. ჰერმონთისის ახლოს აღმოჩენილია ბუხისის ხარების ნეკროპოლისი. მათი კულტი განსაკუთრებით პოპულარული იყო XXX დინასტიის და პტოლემაიოსების დროს. ცნობილ ზღაპარში ორი ძმის შესახებ ერთ-ერთი ძმა სწორედ bh ხარად გადაიქცევა.