გალოშის ბენზინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გალოშის ბენზინი − ნავთობის გადამუშავების პროდუქტი, რომელიც შერეული შემადგენლობის გამხსნელია არომატული ნახშირწყალბადების შემცველობით (0,5-2,5%). გამოიყენება რეზინის, ლაქების, ზეთოვანი საღებავებისა და საღებრების, მინანქრების, ბიტუმის, წებოს, პოლიეთილენის წარმოებაში; აგრეთვე ელექტრომოწყობილობების, საკისრების, ტყავეულის, ქსოვილების, არმატურის ცხიმგაცლისათვის და სხვ.