გეოიდი
გეოიდი – (geoid), დედამიწის ფიზიკური ზედაპირის გამომხატველი წარმოსახვითი სხეული, ფორმა, რომელიც შემოფარგლულია ე.წ. დონებრივი ზედაპირით. გეოიდის ზედაპირი მის ყოველ წერტილში სიმძიმის ძალის აჩქარების მიმართულების მართობულია, ემთხვევა მსოფლიო ოკეანის და მასთან დაკავშირებული ზღვების საშუალო დონეს და მის წარმოსახვით გაგრძელებას ხმელეთის ქვეშ. 1873 წელს დონებრივ ზედაპირს გერმანელი მეცნიერის ი. ლისტინგის წინადადებით გეოიდი ეწოდა.
გეოიდით შემოსაზღვრული სხეულის მოცულობა დედამიწის მოცულობას უთანაბრდება, ხოლო მისი ტოლდიდი სფეროს რადიუსი კი დედამიწის საშუალო რადიუსის ტოლია.
გეოიდის ზედაპირი არის ორთომეტრიული სიმაღლეების ათვლის საწყისი. დედამიწის ფიზიკურ ზედაპირზე შესრულებული გაზომვების შედეგების მათემატიკური დამუშავების სირთულის გამო გეგმილ ზედაპირად გეოიდის ნაცვლად გამოყენებულია შედარებით მარტივი მათემატიკური ზედაპირი − დედამიწის ელიფსოიდი
იხილე აგრეთვე