დაუყვანელი მრავალწევრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაუყვანელი მრავალწევრი – მრავალწევრი, რომელიც არ იშლება უფრო დაბალი ხარისხის თანამამრავლებად. მრავალწევრის დაშლის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, რიცხვთა რომელ არეში განვიხილავთ ამ მრავალწევრს. მაგალითად, x3+2 მრავალწევრი დაუყვანელია, თუ კოეფიციენტებად განვიხილავთ მხოლოდ რაციონალურ რიცხვებს. თუ კოეფიციენტებად ავიღებთ ნებისმიერ ნამდვილ რიცხვებს, მაშინ ეს მრავალწევრი შეიძლება დაიშალოს ორი სახით: