დიმიტრიადი ნანა
ნანა დიმიტრიადი – (15.VI, 1932 თბილისი, - 2021 09.VIIთბილისი) , პიანისტი, კონცერტმაისტერი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967), ღირსების ორდენის კავალერი, პროფესორ-ემერიტუსი. ღირსეულად აგრძელებს თავისი სახელოვანი მშობლების ნადეჟდა ხარაძისა და ოდისეი დიმიტრიადის შემოქმედებით ტრადიციებს. მის მუსიკალურ განვითარებას წარმართავდა გამოჩენილი პედაგოგი ანასტასია ვირსალაძე.
1956 წელს თბილისის კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, შეუდგა საკონცერტმაისტერო მოღვაწეობას, დიდ წარმატებას მიაღწია კამერული მუსიკის სფეროში რასაც მოწმობს საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარებული კონცერტები. მის პარტნიორებს შორის იყვნენ გამოჩენილი მომღერლები და ინსტრუმენტალისტები: მარინე იაშვილი, თამარ გაბარაშვილი, ცისანა ტატიშვილი, ნოდარ ანდღულაძე, ლიანა და ელდარ ისაკაძეები, ელდარ გეწაძე და სხვ. ათეული წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. აღზარდა მრავალი მუსიკოსი. დიდი მოწონება დაიმსახურა 2003 გამოცემულმა მისმა კომპაქტდიეკებმა.