ტატიშვილი ცისანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცისანა ტატიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცისანა ტატიშვილი

ცისანა ტატიშვილი – (30 ნოემბერი, 1937, თბილისი – 23 სექტემბერი 2017, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო), საქართველოს(1972) და სსრკ. (1979) სახალხო არტისტი.

1963 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (გ. ქართველიშვილის კლ.). ამავე წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ჰქონდა სრული დიაპაზონის, ულამაზესი ტემბრის, მოქნილი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. შესრულება გამოირჩეოდა მუსიკალობითა და ექსპრესიით. მისი შესრულებული პარტიებია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ნესტანი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), თამარი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ლიზა (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ლეონორა, აიდა, დეზდემონა (ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ოტელო“), ტოსკა (პუჩინის „ტოსკა“), სალომე (რ. შტრაუსის „სალომე“), დონა ანა (მოცარტის „დონ ჯოვანი“), სანტუცა (მასკანის „სოფლის ღირსება“) და სხვ.

ცისანა ტატიშვილი საკონცერტო მომღერალიც იყო. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1969 ბერლინის „კომიშე ოპერაში“ „აიდას“ პრემიერაზე შეასრულა აიდას პარტია გერმანულ ენაზე. შ. რუსთაველის (1987) და ზ. ფალიაშვილის სახ. (1975) პრემიების ლაურეატია. 2010 თბილისის ოპერის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ნ. სვანიშვილი



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები