დიოსპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიოსპოლისი – ბერძნები ეძახდნენ რამდენიმე ქალაქს.

  1. Dio. spolis magna (თებე).
  2. Diospolis parva იყო მეშვიდე ზემოეგვიპტური ნომის მთავარი ქალაქი. მდებარეობდა ნაქადადან 45 კმ. ჩრდილო-დასავლეთით. ქალაქის ეგვიპტური სახელი იყო სეხემუ, მოგვიანებით – ხუტ სეშეშეტი. ორივე სახელი „სისტრუმის სახლს“ ნიშნავს. ეგვიპტური სახელი არეკლილია თანამედროვე არაბული დასახელების სახელში „ჰუ“. თვითონ ნომის სახელიც სისტრუმის ნიშნით გამოიწერებოდა. ადგილობრივი ქალღმერთი ძალიან ადრე შეერწყა ხატხორს, რომელიც ქალაქის მთავარი ღვთაება გახდა. მოგვიანებით ქალაქი ნეფტიდას დაბადების ადგილად შერაცხეს, რომელსაც ისიდასთან ერთად აქ თავისი საკულტო ადგილი ჰქონდა. ქალაქში იყო ამონის კულტი და ნიანგის კულტი, რომელსაც უძველესი ისტორია ჰქონდა. წინადინასტიურ პერიოდში ქალაქი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასახლება იყო, რაც წარმოჩნდა 1898-9 წწ. ამ მიდამოებში ფპეტრის მიერ წარმოებული სამუშაოებით, როცა გაითხარა ნაქადა III-ის დროინდელი ექვსი სასაფლაო და სოფელი. დღეს ქალაქიდან მხოლიდ ბერძნულ-რომაული პერიოდის ორი ტაძრის ნანგრევია შემორჩენილი.
  3. Diospolis inferior იყო ქალაქი XVII ქვემოეგვიპტურ ნომში, ნილოსის დელტის დამიეტის ტოტის სამხრეთ-დასავლეთით, თანამედროვე თელ ელ-ბალამუნის ადგილზე, რომელშიც არეკლილია ქალაქის ეგვიპტური სახელი B iw In, „ამონის კუნძული“. ქალაქის მთავარი ღვთაებები იყვნენ ამონი და მუტი. აქ შემორჩენილი რამესიდების დროინდელი ტაძრის ნანგრევები შესწავლილი არ არის.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები