დოქტორი (კომედია დელ’არტე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოქტორი (იტალ. dottore) – იტალიური კომედია დელ’არტეს ერთ-ერთი პერსონაჟი; ბოლონიელი სწავლულ-იურისტის კომიკური ტიპი, რომელიც საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად, გაუთავეებლად ლაყბობს ნებისმიერ თემაზე.

დოქტორის ნიღაბი წარმოიშვა პანტალონესთან მიმართებაში, ჯერ როგორც მისი პარტნიორი, შემდგომ კი როგორც მეტოქე. პანტალონესგან განსხვავებით, დოქტორი ზოგჯერ არ მონაწილეობდა ძირითად ინტრიგაში და მისი გამოჩენა განკუთვნილი იყო ცალკეული ეფექტის მისაღებად. დოქტორი ლაპარაკობდა ბოლონიურ დიალექტზე და საკმაოდ უადგილოდ იშველიებდა ლათინურ სენტენციებს და გამონათქვამებს. მას ეცვა ბოლონიიის უნივერსიტეტის დოქტორის კოსტიუმი: შავი მანტია თეთრი საყელოთი და მანჟეტებით, მოკლე შავი ფერის პანტალონები, შავი წინდები და ფეხსაცმელები, ფართოფარფლიანი შავი შლიაპა, ნიღაბი, რომელიც უფარავდა შუბლს და ცხვირს. დოქტორი, ჩვეულებრივ, იყო ასაკოვანი კაცი, რომელსაც სურს მომგებიანი გარიგებით გაათხოვოს ქალიშვილი ან დააქორწინოს ვაჟი. როგორც წესი, ეს განზრახვა თავდებოდა მისი გამასხრებით და გასულელებით.

მე-17 ს. დოქტორის ნიღაბი გადატანილ იქნა ბოლონიის თოჯინების თეატრშიც.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები