ევროობლიგაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ევროობლიგაცია - (Eurobond) - ფასიანი ქაღალდი, რომლის ემისიას ახორციელებს სახელმწიფო ევროპის ბაზრებზე (საფონდო ბირჟებზე გასაყიდად). ვალის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც სახელმწიფო იღებს სესხად და ამისთვის იხდის საკმაოდ მაღალ პროცენტს. იგი შედარებით ძვირი სესხია, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები. ამასთან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, არ ხდება მისი მიზნობრიობისა და ხარჯვის გაკონტროლება.